November 23, 2024

ფეროშენადნობთა ქარხანა გაზრდილი წარმოებით განაგრძობს მუშაობას

ზესტაფონი - “ჯორჯიან მანგანეზის“ ფეროშენადნობთა ქარხანის მე-4 საამქროში, 26-ღუმელის კაპიტალური სარემონტო სამუშაოები დასრულდა და ექსპლუატაციაში შევიდა. საწარმოში განხორციელებული სამუშაოები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას და სახელმწიფო რწმუნებულს იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძეს ,,ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა გააცნო.

,,ჯორჯიან მანგანეზი" არის კომპანია, რომელსაც პანდემიის დროს რა თქმა უნდა სახელმწიფოს ხელშეწყობით ერთი წუთი არ გაუჩერებია თავისი საქმიანობა, პირიქით ყოველთვის ორიენტირებულია განვითარებაზე. დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ ზესტაფონში არსებულ ქარხანას ახალი ღუმელი დაემატა, კიდევ უფრო მძლავრი გახდა საწარმო, რაც თავისთავად ქმნის დამატებით ახალ სამუშაო ადგილებს და ახალ დოვლათს საქართველოს ეკონომიკაში" - ზვიად შალამბერიძე.

 

ღუმელი დღე-ღამეში 70 ტონა დამატებით პროდუქციას გამოუშვებს, რაც აქამდე არსებულ საწარმოო მოცულობას მინიმუმ 25 000 ტონამდე, ანუ 10 % გაზრდის, რაც მეტ ექსპორტს და სავალურო შემოდინებებს ნიშნავს.


ამასთან, ახალი ღუმელიდან, წელიწადში 43 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქციის გამოშვება იგეგმება.

 

სატესტო მუშაობის შემდეგ, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მე-4 საამქროში, 26-ე ღუმელი, დღეს ოფიციალურად გაიხსნა.

 

კაპიტალური სამუშაოების დასრულებას ხუთი თვე დასჭირდა, ჯამში, 2 მილიონ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიცია. ღუმელის ამოქმედებამ დამატებით 20 სამუშაო ადგილი შექმნა.



ახალ ღუმელზე, რომელიც 22,5 მგვტ სიმძლავრის არის, საწარმოო პროცესი ნახევრადდახურული ციკლით წარიმართება. შესაბამისად, ლითონის გამოშვების პროცესში, მავნე მტვერი გარეთ არ გამოიფრქვევა.

 

„ჯორჯიან მანგანეზი“, უმსხვილესი ქართული სამთო-მომპოვებელი და ფეროშენადნობების მწარმოებელი კომპანიაა. სავაჭრო პარტნიორობა კი მსოფლიოს 4 კონტინენტზე, 21 ქვეყანას აერთიანებს 2018-2020 წლებში. ტოპ უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი. ამავდროულად, კომპანია საქართველოში, რეგიონულ დონეზე უმსხვილესი დამსაქმებელია და 5000-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს.

წაკითხვა 491 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.