დღეს იმერეთის ჟურნალისტებთან კლიმატის ცვლილების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
დღეს, საინფორმაციო სააგენტო FirstNews.ge-ს ორგანიზებით, იმერეთის ჟურნალისტებისთვის, კლიმატის ცვლილებაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, ტრენინგი გაიმართა. აღნიშნული ტრენინგი პროექტის "კლიმატის ცვლილება გლობალური დათბობის პირობებში" განხორციელდა, რომლის მხარდამჭერიც ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/ დედამიწის მეგობრებია“.
ტრენინგის მიზანია იმერეთის რეგიონის ჟურნალისტებმა მიიღონ ახალი და სწორი ინფორმაცია, მოიძიონ საჭირო რესპონდენტები და საზოგადოებას გააცნონ უფრო ზუსტი ინფორმაცია.
შეხვედრას იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ ,,სპექტრის" ხელმძღვანელი - ქეთევან ცხაკაია უძღვებოდა.
"კლიმატის ცვლილება აქტუალური საკითხია. ვიმსჯელეთ კლიმატის ცვლილების საკითხში საქართველოს სტრატეგიულ გეგმაზე, რომელიც 2030 წლამდე უნდა განხორციელდეს, ასევე მერების ხელშეკრულებაზე. ის საკითხები და მიზნები, რაც სტრატეგიაშია გათვალისწინებული, აქტუალურია როგორც ქუთაისის, ასევე მთელი რეგიონის მოსახლეობისთვის. მნიშვნელოვანია მოსახლეობის სწორი ინფორმირება, რათა გაიაზრონ თავიანთი პასუხისმგებლობა ბუნების წინაშე და თავიანთი საქმიანობით ზიანი არ მიაყენონ მას. მოსახლეობის ინფორმირებაში უმთავრესი როლი მედიას აკისრია. ვფიქრობ, ის ჟურნალისტური ნამუშევრები, რომლებსაც ქუთაისში მოქმედი მედიასაშუალებების წარმომადგენლები გააშუქებენ, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პრობლემების გადაჭრას ხელს შეუწყობს,"- განაცხადა FirstNews.ge-თან საუბარში ,,სპექტრის'' ხელმძღვანელმა ქეთევან ცხაკაიამ.
"FirstNews.ge "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები მხარდაჭერით" პროექტს "კლიმატის ცვლილება გლობალური დათბობის პირობებში" ახორციელებს.
დღეს, შეხვედრა გაიმართა იმერეთის რეგიონის ჟურნალისტებისთვის ქუთაისში, ჩაის სახლ "ფოე ფოეში". კლიმატის ცვლილებების სამოქმედო გეგმაზე, სტრატეგიაზე, მერების შეთანხმების ხელმომწერი ქალაქების სამოქმედო გეგმასა და რიგ საინტერესო საკითხებზე, ძალიან საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა, ექსპერტმა ქეთევან ცხაკაიამ. კლიმატის ცვლილება არამარტო საქართველოს არამედ მსოფლიოს პრობლემაა. მედიის ინფორმირებულობა და ცნობიერების ამაღლება კი აუცილებელია."- აღნიშნა ჩვენთან საუბარში პროექტის კოორდინატორმა ივლიტა გოგუამ.
ტრენინგის მნიშვნელობაზე "მთავარი არხის" კორესპონდენტმა ირაკლი ვაჩიბერაძემ ისაუბრა.
,,მივიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რა გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა და მთლიანად მსოფლიო კლიმატის ცვლილების გამო. პროფესიონალი გვესაუბრა და მოგვაწოდა ინფორმაცია, თუ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ არსებული გამოწვევა დავძლიოთ. ვიმუშავებთ იმაზე, რომ მოსახლეობას კლიმატის ცვლილების საკითხებზე სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ,"- განაცხდა ირაკლი ვაჩიბერაძემ.
სიახლეები
- საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
- "საქართველოში არჩევნების გაყალბება და საგარეო კურსის შეცვლა მოგონილი თემებია, სიმართლე ჩვენს მხარესაა და მოსახლეობა მხარს ჩვენ გვიჭერს"
- "ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი ჩვენთვის მიუღებელია - შანტაჟის ქვეშ ეროვნული საქმე არ კეთდება"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 აპრილისთვის
- "ყოველთვის ვთვლიდით, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან არსებული კოორდინაციის პლატფორმა მნიშვნელოვანი ფორმატია საერთო მიზნებისთვის, ვაგრძელებთ თანამშრომლობას"