ნათია თურნავა და ზვიად შალამბერიძე პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარ სასტუმროს - „მაგნოლიას“ ეწვივნენ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარ სასტუმროს „მაგნოლიას“ ეწვივნენ.
სასტუმრო „მაგნოლიას“ შენობას, რომელიც ქუთაისში ისტორიულ ნაწილში მდებარეობს, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.
დღეს, პანდემიის მიუხედავად, სასტუმროს ნომრების დაახლოებით 80 პროცენტი უკვე დაჯავშნილია. სტუმრებს შორის ევროპელი ტურისტები სჭარბობენ.
„მიუხედავად იმისა, რომ პანდემია გრძელდება, სასტუმრო „მაგნოლია“ მაღალ დონეზე მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოელ სტუმრებს, რომლებიც დროს კომფორტულად ატარებენ და ეს სასტუმროს დატვირთვასაც ეტყობა - სასტუმროში 27 ნომერია და აქედან 80 პროცენტი, როგორც წესი, ათვისებულია. სასტუმროში 20-მდე ადამიანია დასაქმებული. მსგავსი მცირე და საშუალო სასტუმროები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ტურიზმის მომავლისთვის, ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის. ჩვენ ასეთ ტურისტულ ობიექტებს ყოველთვის გვერდში დავუდგებით,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ სახელმწიფოს ჩართულობით ხორციელდება მსგავსი პროექტები. აღსანიშნავია ის, რომ სასტუმრო მაგნოლია გაიხსნა იმ პერიოდში, როდესაც პანდემია მძვინვარებდა ქვეყანაში და დღევანდელ დღეს ის ძალიან დატვირთულია ტურისტებით, რომლებიც ჩამოდიან ქუთაისში. ეს არის პროექტი, რომელმაც შექმნა დამატებითი სამუშაო ადგილები, პროექტი რომელიც ქმნის დოვლათს და შენატანს ეკონომიკაში,“ - ზვიად შალამბერიძე.
სასტუმრო „მაგნოლიას“ პროექტში 2 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ თანადაფინანსების მაქსიმალურმა ჯამურმა თანხამ 445,000 ლარი შეადგინა.
სასტუმროს სრული რეკონსტრუქცია 2019 წელს დასრულდა, თუმცა პანდემიის გამო მან ამოქმედება მხოლოდ 2021 წელს შეძლო.
სიახლეები
- მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის
- პროკურატურამ ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარუდგინა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 თებერვლისთვის
- "სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით" - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში, ერთ-ერთი კლინიკის ექიმმა, სავარაუდოდ, საავადმყოფოს დირექტორთან კონფლიქტის შემდეგ, თვითდაზიანება მიიყენა
