ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში - ,,სარფი”, დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.
ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქის გ.ს.-ს მიმართ, ეჭვის საფუძველზე გატარებული საბაჟო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ რამდენიმე სამალავში, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები - საერთო წონით 300.79 გრამი გამოავლინეს. ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 31 613 ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ კანონდამრღვევ მოქალაქეს ოქროს ნაკეთობები ტვირთის გადასაზიდი ურიკის სახელურებსა და ფეხსაცმელების ჩასაფენებში მალულად ჰქონდა მოთავსებული.
არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები და მონეტები (საერთო წონით 216.03 გრამი), გამოვლინდა, საბაჟო გამშვებ პუნქტში - ,,ქუთაისის აეროპორტი“. მებაჟე ოფიცრებმა მილანი-ქუთაისის რეისით ჩამოფრენილი საქართველოს მოქალაქის ხელბარგის, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, 28 984 ლარის ღირებულების საქონელი აღმოაჩინეს.
საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
სიახლეები
- “ყველა იმ სამხედრომ, ვინც კი გაბედა და 2008 წელი სხვანაირად შეაფასა, ან მის შედეგებთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა, ყველა ან წამების მსხვერპლი გახდა, ან დაქვეითების, ან საუკეთესო შემთხვევაში ჯარიდან დათხოვნის” – წულუკიანი
- “პარლამენტის მიმართ საქართველოს მოქალაქეების 62%-იანი ნდობა კიდევ ერთი დასტურია, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტი ზუსტად ასრულებს იმ საარჩევნო დაკვეთას, რომელიც საზოგადოებამ მოგვცა” - პაპუაშვილი
- “გამოვლინდა ის, რა პრობლემები აქვს ქვეყანას – მაგრამ ისიც გამოვლინდა, რომ საზოგადოება ერკვევა საიდან მოდის ეს პრობლემები” - გიორგი ვოლსკი „გორბის“ კვლევაზე
- პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 16 პირი დააკავა
- 28 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი