„ქუთაისი უნდა იყოს სინერგიული განათლების ცენტრი, ეკო ქალაქი, ჩვენი ქვეყნის კარიბჭე ევროპაში"
პარტია „ ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, მაგდა კოსტავასთან და პარტიის სხვა წევრებთან ერთად კახიანოურის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრას ეუთოს სადამკვირებლო მისიის გრძელვადიანი დამკვირვებლები ესწრებოდნენ.
იოსებ ხახალეიშვილმა ქალაქის მერის პოზიციაზე ყოფნის 9 თვის განმაბვლობაში განხორციელებულ პროექტებსა და პროგრამებზე ისაუბრა.
„ჩვენ შევძელით, რომ წელს უპრეცედენტოდ დიდი ბიუჯეტი აქვს ქალაქს - 91 მლნ.ლარი.
25 მლნ ლარი ქალაქის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იხარჯება. ამის შემდეგ უკვე შეგვიძლია ჩვენს თანაქალაქელებს გრძელვადიანი პერსპექტივები შევთავაზოთ“,- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
მისი თქმით, ამ მოკლე პერიოდში ძალიან ბევრი სკვერი და პარკი გაკეთდა, მწვანე სივრცეები შეიქმნა, ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას სახელობის სკვერი მოწესრიგდა, სადაც მისი პორტრეტი და ლექსია მისივე კალიგრაფიით შესრულებული.
„ვფიქრობ, ღირსების თემაა ჩემი ინიციატივით მოსკოვის ქუჩისთვის შინდისის გმირების სახელის მინიჭება და მეამაყება. ჩვენ ასე გამოვხატეთ სიმბოლური პროტესტიც ოკუპაციის წინააღმდეგ და სამშობლოსათვის თავდადებული ახალგაზრდების მიმართ ღრმა პატივისცემა“, -აღნიშნა იოსებ ხახალეიშვილმა.
მისი თქმით, ამ პერიოდში დაიწყო სოციალურად დაუცველი მოსწავლეების სააბიტურიენტო პროგრამის დაფინანსება, რამაც ბევრი ოჯახი და ახალგაზრდა გააბედნიერა. ქუთაისში დაარსდა მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც ყოველწლიურ ტრადიციად იქცევა და ქუთაისი - ვასილ ამაშუკელის ქალაქი იქნება მისი მასპინძელი.
„ჩემი მერის პოზიციაზე საქმიანობის პერიოდში ფუნქციონირება დაიწყო ახალმა მუნიციპალურმა ტრანსპორტმა. ასევე, მნიშვნელოვანია პრემიერის მიერ ინიცირებული, რეგიონების რეაბილიტაციის 500-მილიონიანი პროექტი, რომლის ფარგლებში ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გვექნება განახლებული ცენტრალური ბულვარი, რომლის რეაბილიტაციაც დაგეგმილია და კიდევ ბევრი სხვა რამ, რაც ქუთაისის ისტორიულ მნიშვნელობას კიდევ უფრო მკაფიოს გახდის და მომავლის პერსპექტივებს განავითარებს, ტრადიციების პატივისცემასთან ერთად, ბევრ ინოვაციას გაუხსნის გზას“, - განაცხადა მერობის კანდიდატმა.
მისი თქმით, წელს ქუთაისი მასპინძლობს „ევროპული საბჭოს კულტურული მარშრუტების ფორუმს“, რაც ქუთაისის ცნობადობის ზრდისა და სამომავლო აქტივობების დაგეგმვისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა.
როგორც იოსებ ხახალეიშვილმა აღნიშნა, პანდემიასთან დაკავშირებით დაარსდა კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო ცენტრი, რომლითაც, არაერთი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლის გადარჩენა გახდა შესაძლებელი.
მერობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა სამოქმედო გეგმაზე - თუ რა პროექტებსა და ღონისძიებებს განახორციუელებს მისი მერად არჩევის შემთხვევაში. მისი თქმით, უკვე დასრულდა ქალაქის გენერალური განვითარების გეგმის ხედვის ეტაპი. ჩამოყალიბდა 4 მნიშვნელოვანი მიმართულება.
„ქუთაისი უნდა იყოს სინერგიული განათლების ცენტრი, ეკო ქალაქი, ჩვენი ქვეყნის კარიბჭე ევროპაში. ამის საფუძველს ქუთაისს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი აძლევს. ეს უნივერსიტეტი ხელშემწყობი ფაქტორია არა მხოლოდ ქალაქის, არამედ მთლიანად დასავლეთ საქართველოს და, ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის. ასევე, ქუთაისი უკვე გახდა ტურისტულად მნიშვნელოვანი ლოკაცია, რაც აეროპორტისა და ახალი ტერმინალის დამსახურებაცაა. ჩვენი ქალაქი უფრო მეტად მიმზიდველი ხდება ვიზიტორებისთვის და სერიოზულად პოზიციონირებს ტურისტულ რუკაზე. ტურიზმის და ბიზნესის ხელშეწყობა ჩვენი პრიორიტეტია“, -აღნიშნა იოსებ ხახალეიშვილმა.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი