ბევრი უნდა ვაკეთოთ, რომ ქალაქიდან წასვლის სურვილი ახალგაზრდებს აღარ გაუჩნდეთ - იოსებ ხახალეიშვილი
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებთან, პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძესა და პარტიის სხვა წევრებთან ერთად განათლების, კულტურის, სპორტისა და მედიცინის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე ქუთაისის განვითარების პერსპექტივებსა და მომავლის სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს.
„თუ რაიმე გვინდა სწორად დაიგეგმოს ამ ქალაქში, ეს აუცილებლად თანაქალაქელებთან ერთად და მათი მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა მოხდეს. ამიტომ ჩვენი შეხვედრები საარჩევნო კამპანიის დროს და არჩევნების შემდეგაც იქნება ინტენსიური“, -განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
მერობის კანიდატმა სახელისუფლებო გუნდის მთავარ ღირებულებებზე გაამახვილა ყურადღება:
„იმ გუნდის ღირებულება, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო ჰქვია, არის ადამიანი, ადამიანური ღირსება და ჩვენ სწორედ ამ ღირსეულ გზაზე ვივლით“, - აღნიშნა იოსებ ხახალეიშვილმა.
პრიორიტეტებს შორის მერობის კანდიდატმა განათლებისა და ტურიზმის მიმართულებები გამოყო.
მისი თქმით, წელს, ქუთაისში სასწავლებლად მოდიან არა მარტო ქართველი ახალგაზრდები სხვა ქალაქებიდან, არამედ ბელორუსიიდან და უკრაინიდან.
„4 ოქტომბერს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში დაიწყება ახალი სასწავლო წლის სტუდენტური ცხოვრების ათვლა, რასაც აუცილებლად ექნება პოზიტიური გავლენა ქუთაისზე. სტუდენტებისთვის ჩვენ ბევრი უნდა ვაკეთოთ, რომ ქალაქიდან წასვლის სურვილი ახალგაზრდებს აღარ გაუჩნდეთ და რაც შეიძლება მეტი ნიჭიერი ქართველი და უცხოელი სტუდენტი მოვიზიდოთ სასწავლებლად“, - განაცხადა მერობის კანდიდატმა.
რაც შეეხება ტურიზმის სფეროს, მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის ვიზიტორების რაოდენობა თითქმის უტოლდება იმ რიცხვს, რაც პანდემიამდე იყო.
„ვამაყობ ტურისტების კეთილგანწყობით. ყურადღებით ვუსმენ მათ, ვითვალისწინებ შენიშვნებსა და რჩევებს, რადგან ჩემთვის მთავარი მიზანია ჩვენი ქალაქის სტუმარს, რომელიც ქუთაისის ერთგვარი წარმდგენია საკუთარ ქვეყანაში, ჩვენი ღირსეული მასპინძლობის შემდეგ, აუცილებლად გაუჩნდეს მეორედ ჩამოსვლის სურვილი. ჩვენ ვიღვწით, რომ ქუთაისი იმ ქალაქების ტოპშვიდეულში სტაბილურად დამკვიდრდეს, რომელიც საქართველოში ჩამოსულმა ყველა სტუმარმა აუცილებლად უნდა ნახოს“,- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
სიახლეები
- "ევროკავშირის ანგარიშში თეთრი ძაფითაა ნაკერი საქართველოს მონაკვეთი, უკუსვლა თუ ვინმეს აქვს, ეს ევროკავშირის მმართველი ინსტიტუციებია"
- "საქართველოში არჩევნების ზოგადი ჩარჩო ყოვლისმომცველ რეფორმებს საჭიროებს" - ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების ანგარიში
- "საქართველოში ძლიერი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რასაც ხელი შეუწყო კერძო და სახელმწიფო მოხმარებამ, ტურიზმის აღდგენით გამოწვეულმა სარგებელმა, რუსეთიდან მიგრანტებმა და ზოგიერთი სერვისისა და სავაჭრო მარშრუტის გადატანამ"
- "ევროკომისია დეკემბერში ვიზის შეჩერების მექანიზმის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს გამოაქვეყნებს, მათ შორის საქართველოსთვის" - პაველ ჰერჩინსკი
- "შანტაჟი არ გამოვა, ხელის ჩაქნევას არ ვაპირებთ, საქართველო გააგრძელებს მომზადებას იმ ევროპის კავშირისთვის, რომლის მიზანიცაა ევროპული ღირებულებების დაბრუნება"
