2022 წლის მონაწილეობითი ბიუჯეტირება დაიწყო
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, 2022 წლის მონაწილეობითი ბიუჯეტირება დაიწყო!
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება და თქვენი იდეების დარეგისტრირება უკვე შეგიძლიათ ვებ-პლატფორმაზე ideakutaisi.ge (იხილეთ ლინკი: https://bit.ly/3Eg6sv4)
მონაწილეობითი ბიუჯეტირება საშუალებას აძლევს ქუთაისის მოქალაქეებს წარმადგინონ ქალაქის კეთილმოწყობასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკუთარი იდეები. ინიცირებული იდეები უნდა განეკუთვნებოდეს ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას. მოქალაქეთა მიერ ინიცირებული იდეები უნდა ეხებოდეს შემდეგ სფეროებს:
ინფრასტრუქტურის განვითარება;
სოციალური სფერო;
განათლება;
ახალგაზრდული საქმეები;
სპორტი;
შშმ პირების საჭიროებები;
ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში არსებული სხვა საკითხები.
იდეების რეგისტრაცია შეგიძლიათ დღეიდან 15 ოქტომბრამდე !
შენი იდეა შენი ქალაქისთვის!
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
