80-მდე ქუთაისელ პირველკლასელს საჩუქრად სასკოლო ნივთები გადაეცათ
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, 80-მდე ქუთაისელ პირველკლასელს, ქართულ-გერმანული ცენტრის, კომპანია „მეიჯერელ საქართველოსა" და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით საჩუქრად სასკოლო ნივთები გადაეცათ.
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა პირველკლასელებს.
„80-მდე პირველკლასელს, რომლებიც სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან არიან, სასკოლო ჩანთები და ნივთები გადავეცით საჩუქრად.
მადლობა მინდა ვუთხრა ამ იდეის ავტორებს - ქართულ-გერმანულ ცენტრსა და კომპანია „მეიჯერელ საქართველოს“ , რომლებმაც უკვე ტრადიციად აქციეს პირველკლასელთა დასაჩუქრება.
წარმატებულ სასწავლო წელს ვუსურვებ ყველას!“- განაცხადა დავით ერემეიშვილმა.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
