ქუთაისში ასსაფეხურიანი კიბისა და ცენტრალური შადრევნის რეაბილიტაციის სახელმწიფო შესყიდვის ტენდერი დასრულდა
ქუთაისში ასსაფეხურიანი კიბის და აღმაშენებლის მოედანზე მდებარე ცენტრალური შადრევნის რეაბილიტაციის სახელმწიფო შესყიდვის ტენდერი დასრულდა.
მალე ორივე ობიექტის სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
სატენდერო პირობების თანახმად, მათი სრული რეაბილიტაციაა გათვალისწინებული.
ასსაფეხურიანი კიბის პროექტის მიხედვით, შეიცვლება არსებული დაზიანებული მოპირკეთება, განათების და სანიაღვრე სისტემები. განახლდება გამწვანება.
რაც შეეხება ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე არსებული შადრევნის რეაბილიტაციას, პროექტი კი მოიცავს ობიექტის დაზიანებული ელემენტების აღდგენას. აღდგება განათების სისტემა , დაზიანებული მოპირკეთება და გაიწმინდება ფიგურები. სრულად შეიცვლება შადრევნის შიდა ელექტრო მომარაგების სისტემა.

ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაცია რამდენიმე წელია, ანონსდება, თუმცა ამ დრომდე დაწყებული არ იყო.
ორივე ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაცია ლინკებზე: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=419397&lang=ge
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
