იმერეთის რეგიონში COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება
20-21-22 ოქტომბერს, იმერეთის რეგიონის 6 სოფელში (კორბოული, არგვეთი, დიდი ჯიხაიში, მაღლაკი, ქვიტირი, მათხოჯი) საქართველოს გაეროს ასოციაცია, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, იწყებს მასშტაბურ საინფორმაციო კამპანიას.
საინფორმაციო კამპანის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები და ტრენინგები ჩატარდება საქართველოს ხუთი რეგიონის - კახეთის, სამეგრელოს, ქვემო ქართლის, აჭარისა და ომერეთის სოფლების მაცხოვრებლებთან.
შეხვედრას გაუძღვებიან სამედიცინო სფეროს მოწვეული ექსპერტები და სპეციალისტები, რომლებიც მონაწილეებს მიაწვდიან ამომწურავ ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ, შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა დასვან შეკითხვები და მიიღონ პასუხები ვაქცინაციასთან დაკავშირებულ მათთვის აქტუალურ საკითხებზე.
საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდება მიმდინარე წლის ოქტომბერ-ნოემბერში (იხილეთ ოქტომბრის თვეში სოფლებში შეხვედრების გრაფიკი დანართის სახით). შეხვედრებზე მონაწილეთათვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად და არსებული რეგულაციების შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება ტრენინგის დაწყებამდე სწრაფი ტესტების გაკეთება ყველა მონაწილისათვის. შეხვედრების ხანგძლივობა იქნება 60-90 წუთი. შეხვედრების ფორმატი მოიცავს ინტერაქციას, სლაიდ-შოუ პრეზენტაციასა და დისკუსიებს.
საინფორმაციო შეხვედრების პარალელურად საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრი კამპანიის ფარგლებში უზრუნველყოფს მსურველების ვაქცინაციას/ან შესაბამის ამბულატორულ დაწესებულებასთან გადამისამართებას.
საინფორმაციო შეხვედრების განრიგი შემდეგი იქნება:
იმერეთის რეგიონი
20 ოქტომბერი, ოთხშაბათი
• 13:00 საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელი კორბოული
• 15:00 საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელი არგვეთი
21 ოქტომბერი, ხუთშაბათი
• 11:00 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელი მაღლაკი
• 13:00 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელი ქვიტირი
22 ოქტომბერი, პარასკევი
• 13:00 სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელი დიდი ჯიხაიში
• 15:00 ხონის მუნიციპალიტეტის სოფელი მათხოჯი
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი