"უახლოეს პერიოდში ქუთაისში ძალიან მნიშვნელოვანი და ამბიციური პროექტების განხორციელება დაიწყება"
ქუთაისში მომავალი წლიდან ძალიან მნიშვნელოვანი და ამბიციური პროექტების განხორციელება დაიწყება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ლაივ-ჩართვისას განაცხადა.
მისივე თქმით, ქალაქში ახალი ატრაქციების მომზადებისთვის მუშაობა უკვე დაწყებულია, რაც ქუთაისს ვიზიტორებისა და უცხოელი ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.
"საუბარია ახალ და გამორჩეულ საპროექტო იდეებზე, რაც გულისხმობს ქუთაისის აეროპორტისკენ მიმავალი გზის იერ-სახის და გზისპირა ობიექტების მოწესრიგებას, სახელმწიფო მუზეუმის ყოფილ შენობაში ამფითეატრის მსგავსი სივრცის მოწყობას, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის საფეხმავლო ქუჩად გადაკეთებას, ფალიაშვილის მუზეუმის რეაბილიტაციას, რუას ქუჩაზე არსებული უძველესი აბანოების რეაბილიტაციას. უკვე დაწყებულია მუშაობა მდინარე რიონზე ჯომარდობის სტარტის და ფინიშის ადგილების სტანდარტების შესაბამისად მოწყობაზე, რაც გამორჩეულია თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ ყველა ქალაქს არ აქვს იმის შესაძლებლობა ქალაქშივე მოეწყოს მსგავსი ატრაქცია.
ასევე საუბარია ხელოვნური საცოცი კედლის მოწყობაზე, უფუნქციოდ დარჩენილი ინდუსტრიული შენობების მუსიკალური ფესტივალების ალტერნატიული სივრცეებად გადაკეთებაზე, საქალაქთაშორისო პორტალის ამოქმედებაზე, წყალწითელა-მოწამეთა-გელათი-ბერის ციხის ტურისტულ ბილიკზე, ქართული სამზარეულოს მინიატურულ მუზეუმზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის რეკონსტრუქციასა და წითელი ხიდის იერ-სახის განახლებაზე.
ამ იდეების განხორციელება ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას, ქალაქში რამდენიმე მნიშვნელოვანი ტურისტული ატრაქცია გაჩნდეს, რაც ქუთაისს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ტურისტებისთვის", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი