სამოქალაქო ბიუჯეტირების წარმატებით განხორციელებისთვის, 6 საუკეთესო მუნიციპალიტეტს შორის, ერთ-ერთ საუკეთესოდ ქუთაისი დასახელდა
კონფერენცია „ადგილობრივი თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის პლატფორმა 2021” გაიმართა, სადაც სამოქალაქო ბიუჯეტირების წარმატებით განხორციელებისთვის 6 საუკეთესო მუნიციპალიტეტს შორის ერთ-ერთ საუკეთესოდ ქუთაისი დასახელდა.
კონფერენცია ჩატარდა საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით, ორგანიზაციების „პოლონეთის სოლიდარობის ფონდი საქართველოში“ (SFPL in GEO) და „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის“ ინიციატივითა და ორგანიზებებით.
კონფერენციაზე განსახილველ თემას წარმოადგენდა დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობა, გამოწვევები და წარმატებული ისტორიები საქართველოში, ასევე საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოხდა კარგი პრაქტიკის გაზიარება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.
პროექტი თანადაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის მიერ.
სიახლეები
- მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის
- პროკურატურამ ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარუდგინა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 თებერვლისთვის
- "სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით" - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში, ერთ-ერთი კლინიკის ექიმმა, სავარაუდოდ, საავადმყოფოს დირექტორთან კონფლიქტის შემდეგ, თვითდაზიანება მიიყენა
