იოსებ ხახალეიშვილი და ირაკლი შენგელია დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს შეხვდნენ და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს
21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს შეხვდნენ და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
„ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, სადაც არა აქვს მნიშვნელობა ქრომოსომების რაოდენობას. ბავშვებს, რომლებიც დღე გვყავდა სტუმრად, ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება განვითარებისა და ღირსეულად ცხოვრებისათვის.
დაუნის სინდრომის მქონე ჩვენი პატარა თანაქალაქელების სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის ქალაქში შევქმნით ისეთ გარემოს, რომ ისინი სხვადასხვა საზოგადოებრივ აქტივობებში ჩაერთონ და იგრძნონ, რომ ჩვენ მათზე ვზრუნავთ,“ - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
სიახლეები
- ევროპარლამენტის ანგარიში საქართველოზე და შეფასებები - რა მნიშვნელობისაა დოკუმენტი
- გოგა ხაინდრავა ბრიტანეთის ელჩს ღია წერილით მიმართავს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 27 თებერვლისთვის
- “თუ ირანის რეჟიმი დაემხო, ცვლილებების ტალღა საქართველოსაც მოსწვდება” - ზურაბ ბატიაშვილი
- საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები შედის
