გელა გელაძე სუს-ის უფროსად ინიშნება
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს წარვუდგენთ ბატონ გეკა გელაძის კანდიდატურას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა გეკა გელაძის მინისტრობის პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ სისტემურ რეფორმებსა და ცვლილებებს გაუსვა ხაზი და მას ახალ პოზიციაზე წარმატებები უსურვა.
„გვინდა, ვთხოვოთ საქართველოს პარლამენტს, მომავალ სასესიო კვირაში აირჩიოს ბატონი გეკა გელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. მინდა, ხაზი გავუსვა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ მიღწევებს ამ თვეების განმავლობაში. განსაკუთრებით ეს შეეხება ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლას, ნარკოტიკული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლას, ბევრ სხვა მიმართულებას და აქაც ხაზი მინდა გავუსვა იმ სისტემურ რეფორმებსა და ცვლილებებს, რომელიც განხორციელდა შსს-ში. ამისთვის მინდა, გეკა გელაძეს გადავუხადო მადლობა და ვუსურვო წარმატებები ახალ პოზიციაზე“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
სიახლეები
- "ბავშვების გადარჩენა ზედმეტად ეძვირათ'"- ნიკა გვარამია
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 22 აპრილიდან
- 28 აპრილს საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება, სადაც სამი საპატრიარქო კანდიდატი დასახელდება
- "დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი მსოფლიოში არ არსებობს"- მიხეილ სარჯველაძე
- ოპტიმიზმის მინუსები და პესიმისიზმის პლუსები: რატომაა ზოგჯერ სასარგებლო "შავი სათვალე"?
