"სასამართლოში არსებულ დავას კიდევ დაემატება ერთი პრობლემური ნაწილი"- ქუთაისის მერი თეთრი ხიდის დაზიანებაზე
ქუთაისში, თეთრ ხიდზე დაზიანებული მინის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
საქმეში უკვე ჩართულია საგამოძიებო უწყებები და მიმდინარეობს დეტალების გარკვევა. ასევე შემოწმდება, ყველა ახლო მდებარე ობიექტზე განთავსებული კამერის ჩანაწერები რათა მოხდეს დაზუსტება რა გარემოებაში მოხდა ხიდზე, მინის დაზიანება.
თეთრ ხიდზე ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია იმყოფებოდა და სიტუაციას ადგილზე გაეცნო.
,,შეგახსენებთ, რომ ჩვენ ჩავრთეთ პოლიცია, მიმდინარეობს გამოძიება, რომლის დასრულების შემდეგ გვექნება ინფორმაცია თუ რა მოხდა, სპეციალურად არის ჩატეხილი თუ არა. დაველოდოთ გამოძიებას და გავიგოთ, რეალურად, რამ გამოიწვია დაზიანება. ჩვენ ვესაუბრეთ შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენელს, მანაც იგივე აღნიშნა, რომ თუ სპეციალურად არ დაზიანდა, ისე დაზიანება გამორიცხულია. თუ გამოვლინდა, რომ არ არის დაზიანებული სპეციალურად, მაშინ ხიდის შემსრულებელთან, რომელთანაც შეწყვეტილი გვაქვს ხელშეკრულება, სასამართლოში არსებულ დავას კიდევ დაემატება ერთი პრობლემური ნაწილი. ხიდზე მხოლოდ დამცავი ფენაა დაზიანებული, მაგრამ ჩვენ უსაფრთხოების მიზნით ხიდის ნაწილი გადავკეტეთ,"-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
სიახლეები
- "ნაციონალურ მოძრაობას“ ნამდვილად არ აქვს უფლება, ისაუბროს ძალადობაზე, სისტემურ დანაშაულზე, ეს მათმა მომხრეებმაც კი გადასარევად იციან" - მიხეილ სარჯველაძე
- „საქართველო იმსახურებს უკეთესს“ სრულიად უკბილო და არაადეკვატური ლოზუნგია, „შემოდგომაზე შევიკრიბებით უფრო მეტი“ კი ძალიან მავნე გეგმაა"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 30 მაისიდან
- "დღეიდან დაიწყება ახალი ეტაპი, როდესაც პროტესტი პოლიტიკურ პროცესად გარდაიქმნება, რათა არსებული ბზარები კიდევ უფრო გააფართოოს და რეჟიმის მშვიდობიან ცვლილებას მივაღწიოთ"
- "დამოუკიდებლობის აღდგენიდან მოყოლებული ჩვენ კვლავაც გავდივართ 40-წლიან მოსეს გზას" - ირაკლი კობახიძე
