ყვარელი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე სასწრაფო დახმარების მანქანა და მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა არიან დაშავებულები
ყვარელი- ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა ავარიაში მოყვა. ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, საწინააღმდეგოდ მიმავალი მიკროავტობუსი და სასწრაფო დახმარების მანქანა ერთმანეთს შეეჯახა, შედეგად ორივე სატრანსპორტო საშუალება სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.
შემთხვევის დროს დაშავდა ოთხი ადამიანი, მათგან ექიმის და ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, ისინი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს და შესაბამისი დახმარება უტარდებათ.
ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.
სიახლეები
- კაცმა სანადირო თოფიდან გასროლით ქალი მოკლა
- 2-წლიანი დაკავება და მუდმივი აკრძალვა – ევროკავშირმა მიგრანტების დეპორტაციის ახალი წესები დაამტკიცა
- გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, დემეტრე ჩიქოვანს 9,9 წლით, ანი ნასყიდაშვილს კი 5,3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- რუსთავში, მდინარე მტკვარში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს
- რა ცვლილებებია ქუთაისსა და ფოთში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე
