ქუთაისში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნა
დღეს, ქუთაისში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
12 აგვისტოს ქუთაისის მუნიციპალიტეტში მერიის მიერ ორგანიზებული "ახალგაზრდული ფორუმი“ გაიმართა. ფორუმის მთავარი თემა იყო ახალგაზრდული საქმიანობის სხვადასხვა ასპექტები.
ღონისძიების მონაწილეებმა განიხილეს ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული სტრატეგიები, ისაუბრეს ახალგაზრდული საქმიანობის მნიშვნელობასა და მიდგომებზე.
ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდული მუშაკების მიერ დაგეგმილ სხვადასხვა თემატიკის აქტივობებში: ლიდერობა, გუნდურობა, ეფექტური კომუნიკაცია, მეწარმეობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ინიციატივების და იდეების გაზიარება.
„ახალგაზრდული ფორუმის“ გახსნას ქუთაისის ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი და საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიის თავმჯდომარე ბექა ქებულაძე დაესწრო.
„12 აგვისტოს, ქუთაისი, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ქუთაისის მერიის მიერ ათობით პროგრამა და პროექტია დაფინანსებული , რომლებიც ჩვენი ქალაქის ახალგაზრდობის მხარდაჭერას ითვალისწინებს. უკვე ასობით ჩვენი თანაქალაქელი ახალგაზრდაა ჩართული ამ ღონისძიებებში- ეს იქნება „ახალგაზრდული ინიციატივები“, ლიდერთა სკოლები, ბანაკები.
ჩვენ,“ ახალგაზრდობის სააგენტოსთან“ ერთად , მეორე წელია ვმუშაობთ ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის შექმნაზე.
ახლა მთავარია, ხელი შევუწყოთ ჩვენს ახალგაზრდებს , იმ მიზნებისა და გეგმების განხორციელებაში, რომელიც ამ დოკუმენტშია ასახული.
საინტერესო, მრავალფეროვან და წარმატებულ დღეებს ვუსურვებ „ახალგაზრდული ფორუმის“ მონაწილეებს!“- განაცხადა დავით ერემეიშვილმა.
ამ დღის მნიშვნელობაზე FirstNews.ge-ს ახალგაზრდული მუშაკი თეონა ფურცხვანიძე ესაუბრა:
"დღეს, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით „ახალგაზრდული ფორუმი“ ჩატარდა. ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს ახალგაზრდების გაცნობა-დამეგობრებას, ინიციატივებისა და იდეების გაზიარებას. მონაწილეებს ახალგაზრდულმა მუშაკებმა შევთავაზეთ სხვადასხვა თემატური საკითხები. ერთ-ერთი თემა გახლდათ - ახალგაზრდული ინიციატივები, რომლის ფარგლებშიც მონაწილეთა ერთმა ჯგუფმა მოამზადა პოსტერი არაფორმალური განათლების მნიშვნელობაზე, მეორე ჯგუფმა მოიფიქრა შეკითხვები დამსწრე აუდიტორიისთვის და გამარჯვებულები სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა, მესამე ჯგუფმა კი დაწერა სიმღერა ახალგაზრდულ თემატიკაზე, რომელიც 25 წევრისგან შემდგარმა გუნდმა ერთხმად შეასრულა. მსგავსი აქტივობები დიდ მოწონებას იმსახურებს ახალგაზრდებში, რადგან გარდა იმისა, რომ სახალისოა, მათ უვითარებს ანალიტიკური აზროვნების, კრეატიული და გუნდური მუშაობის უნარებს. მივესალმები მსგავსი ღონისძიებების სისტემატურად ჩატარებას ჩვენს ქალაქში,"- განაცხადა თეონა ფურცხვანიძემ.
დღის ბოლოს კი, ქუთაისის „სიყვარულის ბაღში“ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი