ქუთაისში 65 წლის ქალი ძაღლის დაკბენის შემდგომი გართულებით გარდაიცვალა
ქუთაისში 65 წლის ქალი ძაღლის დაკბენის შემდგომი გართულებით კლინიკაში გარდაიცვალა.
აღნიშნული პირი სამტრედიაში მიუსაფარმა ძაღლმა 31 ოქტომბერს დაკბინა. მან ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის არასრული კურსი ჩაიტარა, რამაც სავარაუდოდ, გართულება გამოიწვია.
მკურნალი ექიმის თქმით, პაციენტს ცოფისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა და გულის გაჩერებით გარდაიცვალა, თუმცა, მის ანალიზებში ცოფი არ აღმოჩნდა.
კლინიკაში ვარაუდობენ, რომ ცოფი ჩატარებული ვაქცინის გამო, შესაძლოა, ანალიზში აღარ გამოვლენილიყო. ოჯახმა ექსპერტიზაზე უარი განაცხადა.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 17 მარტისთვის
- "საქართველო იმ ქვეყნებზე ბევრად დემოკრატიულია, რომელთაც “მოსკოვის მექანიზმის“ ინიციატივა წარადგინეს" - ირაკლი კობახიძე
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "პლასტიკის მოხმარებასთან დაკავშირებულია ბევრი დაავადების მომრავლება, თუმცა მნიშვნელოვანია ეკონომიკური ასპექტები" - რაკლი კობახიძე
- "ყველაფრის დაშვება შეგვეძლო, მაგრამ ეს იყო წარმოუდგენელი" - მასწავლებლის ბურუსით მოცული გარდაცვალება
