,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების’’ ორგანიზებით, ქუთაისში, კლიმატის ცვლილების საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა
,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების’’ ორგანიზებით, ქუთაისში, კლიმატის ცვლილების საკითხებზე, დასავლეთ საქართველოში მოქმედ მედიაორგანიზაციებისა და ადგილობრივი მთავრობების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების წარმომადგენლებისთვის ტრენინგი ჩატარდა.
ტრენინგზე კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ საფრთხეებზე, გამოწვევების შესახებ საზოგადოების სწორად ინფორმირებაზე და ამ საკითხში მედიის როლზე, ასევე, არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. ასევე, ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზიანის შესამცირებლად, პირველ რიგში, საჭიროა ჟურნალისტებისა და პრესსამსახურების წარმომადგენლების შესაბამისი ცოდნით აღჭურვა, რადგან სწორედ მათ აქვთ გავლენა საზოგადოებაზე.
როგორც შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, მათ გათავისებული აქვთ მათი როლი საზოგადოების წინაშე, აღნიშნეს, რომ მაქსიმალურად შეუწყობენ ხელს საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას კლიმატის ცვლილების საკითხებთან დაკავშირებით.
"კლიმატგონივრული გადაწყვეტილებების მიღება ნიშნავს იმას, რომ გარემოში ზედმეტი ჩარევის გარეშე, პროპორციული ჩარევით, ზიანის შემცირების ფონზე მივაღწიოთ ეკონომიკურ განვითარებას და ამ ორმა თემამ ერთმანეთს ხელი არ შეუშალოს. პირიქით, უნდა იყოს განვითარებაზე ორიენტირებული. მედიის მონაწილეობის გარეშე ეს ვერ იქნება, აქ დიდია საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების როლი. იმისთვის, რომ მიიღო გადაწყვეტილება, გჭირდება ინფორმაცია; იმისთვის, რომ მიიღო ინფორმაცია, გჭირდება ინფორმაციის მომწოდებელი ანუ მედია. ჩვენ ერთად ვიმსჯელეთ როგორ შევუწყოთ ხელი გარემოს გაუმჯობესებას და აქ მედიის როლი არსებითად მნიშვნელოვანია,’’- აცხადებს FirstNews.ge-თან საუბარში ჟურნალისტიკის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი ნათია კუპრაშვილი.
შეხვედრა ორგანიზებული იყო პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება კლიმატის ეროვნული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, „დედამიწის მეგობრები-გერმანია (BUND)“-თან თანამშრომლობით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციის და ბირთვული უსაფრთხოების ფედერაციული სამინისტროს (BMU) მხარდაჭერით.
პროექტის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და მათი ინფორმირებულობის გაზრდა კლიმატის ცვლილების საკითხებში და მათი აქტიური ჩართვა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი