ილია ბეგიაშვილმა და ზვიად შალამბერიძემ ქუთაისში, ზესტაფონში, თერჯოლასა და წყალტუბოში მიმდინარე და დასრულებული პროექტები დაათვალიერეს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ქუთაისში, ზესტაფონში, თერჯოლასა და წყალტუბოში მიმდინარე და დასრულებული პროექტები დაათვალიერეს.

ობიექტებს შორის იყო, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები, თერჯოლის მუნიციპალიტეტში ბაღის მშენებლობა და სოფელ ახალთერჯოლაში სასმელი წყლის ქსელის მოწყობის პროექტი, ქუთაისში საგზაო ინფრასტრუქტურისა და სპორტული სკოლის რეაბილიტაციის სამუშაოები, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფლის გზის რეაბილიტაცია.

 

როგორც იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ აღნიშნა, 2022 წელს იმერეთში 1365 პროექტი განხორციელდა.

 

„შევძელით მოგვეცვა ისეთი სფეროები, როგორებიცაა საგზაო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, საბავშვო ბაღების მშენებლობა, სამედიცინო ინფრასტრუქტურა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება ჩვენი ქვეყნისთვის და რეგიონებისთვის - სოფლების წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. ფაქტობრივად წლის ბოლოს ყველა პროექტი უკვე დასასრულს მიუახლოვდა, ძირითადი ნაწილი დასრულებულია და მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი ბიუჯეტით მეტ პროექტს დავიწყებთ და ასეთივე წარმატებით დავასრულებთ,“-აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.

 

ილია ბეგიაშვილის თქმით, წელს ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით, 6 ათასი პროექტი მიმდინარეობდა. ფონდების მიერ დაფინანსებული პროექტების წილმა იმერეთის მხარეში 155 მილიონ ლარამდე შეადგინა, რაშიც შედის რეგიონული განვითარების ფონდი, მთის განვითარების ფონდი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები სკოლებში, სტიქიების ლიკვიდაცია, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები.

 

„ჯამურად იმერეთის რეგიონში 1365 პროექტი განხორციელდა. 12-ვე მუნიციპალიტეტში სრულად არის შესრულებული გეგმა-გრაფიკი, როგორც ერთწლიან, ასევე მრავალწლიან პროექტებში. მასშტაბზე მეტყველებს ისიც, რომ წელს მხოლოდ იმერეთის რეგიონში 250 კილომეტრი გზა დაიგო. განხორციელდა ბაღების და სკვერების რეაბილიტაცია, ასევე წყალმომარაგების პროექტები, მოწესრიგდა ტურისტული ინფრასტრუქტურა. დარწმუნებული ვარ, რომ 2023 წელი წლევანდელზე ნაკლები არ იქნება, არა მხოლოდ იმერეთის რეგიონისთვის, არამედ მთლიანად საქართველოს მასშტაბით. მინდა მადლობა გადავუხადო მხარის წარმომადგენლებს, თითოეული მუნიციპალიტეტის მერს და იმ სტრუქტურებს, რომლებიც ახორციელებდნენ ამ პროექტებს,“-განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.

 

2022 წელს იმერეთის რეგიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა სამუშაოების შესყიდვა ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა განახორციელეს, დასაქმებულთა რაოდენობამ 2 200-ზე მეტი ადგილობრივი შეადგინა.

წაკითხვა 292 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.