ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე მე-9 სხდომა გამართა
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე მე-9 სხდომა გამართა, სადაც დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები იქნა დამტკიცებული.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია უძღვებოდა.
მიღებული გადაწყვეტილებით წარმომადგენლობითმა ორგანომ მხარი დაუჭირა, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – შიდა აუდიტის სამსახურის დებულებაში ცვლილების შეტანას.
ცვლილება ემყარება, 2010 წლის 30 ივლისის საქართველოს მთავრობის №1015 განკარგულებას. რომლის შედეგადაც, შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსმა პერიოდულად უნდა განიხილოს, შიდა აუდიტის დებულება და მასში შესაბამისი ცვლილების განხორციელების მიზნით, წინადადებები დაწესებულების ხელმძღვანელს წარუდგინოს.
ვინაიდან, შიდა აუდიტი აფასებს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემას, რისკების მართვის ეფექტიანობას და გასცემს რეკომენდაციებს მათი გაუმჯობესების მიზნით, დაგეგმილია სამსახურში ჩამოყალიბდეს შიდა აუდიტისა და გაცემული რეკომენდაციების მონიტორინგის განყოფილებები.
ცვლილება შევიდა საპრივატიზაციო ობიექტების გეგმასა და ნუსხაში, რომლის თანახმადაც შეიცვალა იმ ობიექტების ჩამონათვალი, რომელიც სახელმწიფო ბალანსზე ირიცხება.
სიახლეები
- "უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს" - სალომე ზურაბიშვილი აქციაზე
- 13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
- "არ შეიძლება, ჩვენ ვინმეზე ან რამეზე დამოკიდებული ვიყოთ, ეს არის ჩვენი მთავარი მოტივაცია" - მიხეილ ყაველაშვილი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 11 დეკემბრისთვის
