ქუთაისის მერიის თანამშრომლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
მუნიციპალიტეტის მერიაში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის „სისხლის უანგარო რეგულარული დონორობის მხარდაჭერისა და მოზიდვის ეროვნული კამპანიის ფარგლებში“ , პარტნიორი ორგანიზაციის „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის“ ორგანიზებით, მერიის თანამშრომლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდა ქუთაისის მერის მოადგილე თამარ დახუნდარიძე.
შეხვედრის მონაწილეებს სისხლის უანგარო დონაციის მნიშვნელობისა და საჭიროების შესახებ ჰემატოლოგ-ტრანფუზიოლოგი მაია ბეროძე ესაუბრა.
კამპანიის მიზნებისა და ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია დამსწრე აუდიტორიას "საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის" დირექტორმა მეგი საჯაიამ მიაწოდა.
ქუთაისის მერიის თანამშრომლებმა ეროვნული კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი სისხლის უანგარო დონაციის ბარიერების კვლევაში მიიღეს მონაწილეობა.
სიახლეები
- "უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს" - სალომე ზურაბიშვილი აქციაზე
- 13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
- "არ შეიძლება, ჩვენ ვინმეზე ან რამეზე დამოკიდებული ვიყოთ, ეს არის ჩვენი მთავარი მოტივაცია" - მიხეილ ყაველაშვილი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 11 დეკემბრისთვის
