ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა, რიგგარეშე მე-12 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები დაამტკიცეს

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა, რიგგარეშე მე-12 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები დაამტკიცეს.


სხდომას ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია უძღვებოდა.


დღის წესრიგი:


ცვლილება შევიდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში . გაიზარდა შემოსულობების გეგმა 1165,0 ათასი ლარით, კერძოდ, შემოსულობა არაწარმოებული აქტივების გაყიდვიდან გაიზარდა 1050,0 ათასი ლარით, შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევის გამო -70,0 ათასი ლარით, მოსაკრებელი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის -45,0 ათასი ლარით.


საკითხის თანახმად მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების,ავტომშენებლის ქუჩაზე მდებარე შენობა-ნაგებობა №1-ის ( საკადასტრო კოდის №03.01.21.284; შენობა №1-ის ფართობი - 32,35 კვ.მ) 2 (ორი) წლის ვადით, აუქციონის წესით სარგებლობაში გაცემა.


ცვლილება შედის საპრივატიზაციო ობიექტების გეგმასა და ნუსხაში.


მიღებული გადაწყვეტილება ითვალისწინებს, მოქალაქე ლია ბუცხრიკიძის განცხადების დაკმაყოფილებას, რომელიც ითხოვს საკუთრებაში გადაეცეს იჯარის ფორმით არსებული მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია კიბის უჯრედი.


საკითხი ითვალისწინებს „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ (ს/კ: 412678348) რეორგანიზაცია- გაყოფას. რის შედეგადაც მოხდება, მისი ფილიალების „ბოტანიკური ბაღი“-სა და „ახალგაზრდობის პარკის“ გამოყოფა და ახალ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირად „ქუთაისის ბოტანიკური ბაღი - მედეა“-დ დაფუძნება. დამტკიცების შემდეგ, ახალი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ქუთაისის ბოტანიკური ბაღი - მედეა“-ს შემადგენლობაში ფილიალის სახით გაერთიანდება „ბოტანიკური ბაღი“, ახალგაზრდობის პარკი“ და „ქუთაისის ცენტრალური ბულვარი (ბაღი)“.


მიღებული გადაწყვეტილებით მოხდება„ქალაქ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების“ (ს/კ: 412677269) რეორგანიზაცი​​ა- გაყოფა, რის შედეგადაც „საცურაო აუზი“ ჩამოყალიბდება ახალ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირად, „ქუთაისის ოლიმპიური საცურაო აუზის“ სტატუსით.


დამტკიცებული იქნა პირველადი სტრუქტურული ერთეულის - შიდა აუდიტის სამსახურის, ერთი წლის მანძილზე გაწეული მუშაობის ანგარიში.


შეტანილი ცვლილების თანახმად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპეციალური მანიშნებელი დაფებით გამოყოფილი იქნება ელექტრომობილების დასამუხტი ადგილი, მხოლოდ მისი დამუხტვისათვის საჭირო დროით. აიკრძალება ელექტრომობილების დასამუხტ საპარკინგე ადგილებზე სხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალების განთავსება, გარდა ელექტრომობილებისა, მისი დამუხტვისათვის საჭირო დროით.


ელექტრომობილების დასამუხტ ადგილებზე სხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალების (გარდა ელექტრომობილებისა დატენვის მიზნით) პარკირება ჩაითვლება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების წესების დარღვევად და მასზე რეაგირება მოხდება, პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირის მიერ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.

წაკითხვა 244 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 12 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.