დაუნის სინდრომის დღესთან დაკავშირებით ქუთაისის მერიაში პატარებს უმასპინძლეს
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მერის მოადგილემ სხვადასხვა დღის ცენტრის 12 აღსაზრდელს უმასპინძლა და საჩუქრები გადასცა.
ბავშვებთან ერთად, ნინო თვალთვაძემ და სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა, სიმბოლურად ტილოზე მზე დახატეს და სხვადასხვა აქტივობები განახორციელეს.
,,დღეს ვუმასპინძლეთ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს. მნიშვნელოვანია საზოგადოებას შევახსენოთ, რომ ავღნიშნავთ ასეთ მნიშვნელოვან დღეს. ჩვენ ძალიან ხშირად უნდა შევხვდეთ მათ და ვისაუბროთ ბევრი მათ პრობლემებზე, იმაზე თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ადგილობრივმა თვითმმართველობამ, სახელმწიფომ და საზოგადოებამ მათთვის."-განაცხადა ნინო თვალთვაძემ.
სიახლეები
- "მსურს, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებს რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ" - დიმიტრი მედვედევი
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ვერცხლის სავსემთვარე და სატურნის ახალი ციკლის დაწყება - როგორი იქნება თებერლის თვე ზოდიაქოს ნიშნებისთვის
- იმერეთის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია სამი პირი
- პირველი თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
