იმერეთის რეგიონს ახალი ავტობუსები გადაეცა
რეგიონისთვის ახალი ავტობუსების შეძენა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განხორციელდა.
ამ ეტაპზე იმერეთს 12 ახალი ავტობუსი დაემატა და 5 მუნიციპალიტეტში გადანაწილდა.
ახალი სამგზავრო ავტობუსები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ მოადგილე ბესიკ გოფოძესთან და მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად დაათვალიერა.
მუნიციპალიტეტების მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება კომფორტულად, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლოს.
,,ცენტრალურმა ხელისუფლებამ და ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა ერთობლივად შევიძინეთ 12 ძალიან კომფორტული და კეთილმოწყობილი ავტობუსი, რომელიც იმერეთის ხუთ მუნიციპალიტეტში გადანაწილდა. ხვალიდან ჩვენს თანამოქალაქეებს შეეძლებათ იმგზავრონ ამ ავტობუსებით ძალიან კომფორტულად თავიანთ ქალაქებში. რა თქმა უნდა პროცესი გრძელდება და ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტს მივაწოდოთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტრანსპორტი, რომლითაც ჩავანაცვლებთ კერძო სექტორს და გვექნება მუნიციპალური ტრანსპორტი ადგილზე”- ზვიად შალამბერიძე.
თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
ახალი, კომფორტული, EURO 5-ი სტანდარტის ავტობუსების შეძენით რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული შიდა სატრანსპორტო გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემა მოუგვარდება.
პროგრამა, მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენასა და შემდგომ განვითარებას ემსახურება, რისთვისაც თანხები როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო.
აღნიშნული პროექტი „ისუზუს“ ფირმის 154 ერთეული, 8-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვას ითვალისწინებს, რომლებიც ქვეყნის 38 მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად გადანაწილდება.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი