"შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით საქმიანობა 2024 წლის დამტკიცებული სამოქმედო გეგმის მიხედვით ხორციელდება" - ქუთაისის მერია

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით საქმიანობას 2024 წლის დამტკიცებული სამოქმედო გეგმის მიხედვით ახორციელებს. ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დოკუმენტი გასულ წელს შემუშავდა და მიზნად შშმ პირთა საზოგადოებრივ, კულტურულ და სპორტულ ცხოვრებაში მონაწილეობის გაზრდას, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობასა და მისაწვდომობას, ასევე, მათი სოციალური ინკლუზიის გარანტიების გაძლიერებას ისახავს.

„აღნიშნული სამოქმედო გეგმის შესრულება აქტიურად მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სხვადასხვა ინიციატივის განხორციელებას. მათ შორისაა ადაპტირებული საგზაო ინფრასტრუქტურის, მუნიციპალური ტრანსპორტისა და რეკრეაციული სივრცეების უზრუნველყოფა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების აქტიური ჩართულობა სპორტულ, კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებში.

მნიშვნელოვანი სიახლეა ქალაქის საკრებულოს სხდომების ჩატარება სურდო თარგმანის (ჟესტური ენის) თანხლებით. ეს გადაწყვეტილება ქუთაისის საკრებულოსთან თანამშრომლობით იქნა მიღებული. ჩატარდა პირველი სხდომა, სადაც სურდო თარგმანი გამოიყენეს, რაც მომავალშიც გაგრძელდება და ქალაქის საკანონმდებლო ცხოვრების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ყველა საჭიროების მქონე მოქალაქისთვის,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

წაკითხვა 227 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.