არა რუსულ კანონს! - ამ მოწოდებით ქუთაისში აქცია გაიმართა
არა რუსულ კანონს! - ამ მოწოდებით ქუთაისში აქცია გაიმართა. მედიის, „ენჯეოსა“ და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებმა გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი გააპროტესტეს.
მათი თქმით, აღნიშნული კანონი არის რუსული და ემსახურება არა გამჭვირვალობას, არამედ, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის შეზღუდვას და საფრთხეს უქმნის დემოკრატიას.
"ჩვენი მიზანია, დღევანდელი აქციით კიდევ ერთხელ დაფიქსირდეს, რომ ქალაქ ქუთაისს აქვს პოზიცია. მეორე ის, რომ ქალაქ ქუთაისში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას აქვს პოზიცია. მესამე საკითხია, რომ ეს კანონი არანაირი გამჭვირვალობის შესახებ არ არის.
ეს კანონი არის ძალაუფლების გარანტირებულად შენარჩუნების მცდელობის შესახებ, რადგან პირდაპირ მიემართება იმ არასამთავრო ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც ამ ქვეყანაში რაღაც განსხვავებულ, ალტერნატიულ, თუნდაც კრიტიკულ აზრს აფიქსირებენ. სწორედ ეს არის ამ კანონის მთელი დედა არსი,"- განაცხადა Firstnews.ge-თან საუბარში სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის ,,თაობათა დიალოგის" ხელმძღვანელმა ნუგზარ კოხრეიძემ.
აქციის მონაწილეების თქმით, მსგავსი გამოსვლები გაგრძელდება, ვიდრე არ მოხდება კანონპროექტის გაუქმება.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
