"ქუთაისში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა უწყვეტად მიმდინარეობს" - ქუთაისის მერია
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პეტრიწის ქუჩის მეორე შესახვევში მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. გზა დაიფარება ბეტონის საფარით, მოეწყობა სანიაღვრე, ბორდიური და ტროტუარი. პროექტი რგპ ფონდმა 1 764 999 ლარით დააფინანსა.
რეგიონული განვითარების პროგრამის მიერ ფინანსდება ასევე თაბუკაშვილის ქუჩის №223-ის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია. სკვერში განახლდება გამწვანება, მოეწყობა ფანჩატური, ბილიკები, გაზონები, განთავსდება საპარკე სკამები და განათების სისტემა. სკვერის რეაბილიტაციისთვის 80 608 ლარი დაიხარჯება.
ზვიად გამსახურდიას გამზირის #38-ში დაწყებულია მრავალსართულიანი ბინის ფასადის რეაბილიტაცია. პროექტის მიხედვით, კორპუსის ფასადი შეიღებება მაღალხარისხიანი საფასადე საღებავით, არსებული ლითონის მოაჯირები განახლდება პანელური დეტალებით. ფასადის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში 297 925 ლარია განსაზღვრული.
„ვაგრძელებთ ქუთაისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ადგილზე გაცნობას. ქალაქის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ხორციელდება სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული სამუშაოები: კეთდება გზები, წესრიგდება ფასადები, მიმდინარეობს სკვერების რეაბილიტაცია და ახალი რეკრეაციული ზონების შექმნა. სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, სათანადო ხარისხით და დათქმულ დროში ჩავიბარებთ განახლებულ ობიექტებს“, - განაცხადა დავით ერემეიშვილმა.
სიახლეები
- "მადურომ ვერ შეასწრო ბუნკერში და ვერ შეასწრებს ივანიშვილიც" - მიხეილ სააკაშვილი
- "უდანაშაულო ვარ, წესიერი ადამიანი ვარ და კვლავ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი" - ნიკოლას მადურო
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 იანვრისთვის
- "რა კონფიგურაციიის მთავრობაც არ უნდა შედგეს ვენესუელაში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება"
- " ის, რომ მადურო სასტიკი, არალეგიტიმური დიქტატორია, არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ვენესუელაში დონალდ ტრამპის ქმედება იყო როგორც უკანონო, ასევე არაგონივრული"
