ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე მე-15 სხდომა გაიმართა
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე მე-15 სხდომა გაიმართა.
სხდომას ესწრებოდნენ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი და მერიის სამსახურების ხელმძღვანელები.
საკრებულომ დაამტკიცა ცვლილება ქუთაისის 2024 წლის ბიუჯეტში. მთავარ ფინანსურ დოკუმენტში შესული მე-4 ცვლილების თანახმად, ბიუჯეტი 2 450,0 ათასი ლარით გაიზარდა, რის შედეგადაც დაიგეგმა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.
„გზებისა და ტროტუარების კაპიტალური შეკეთების“ ქვეპროგრამით ( 1 600, 3 ათასი ლარი) :
ტყიბულის ქუჩის მე-VI-ჩიხის საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა.
დავით და კონსტანტინეს ქუჩის პირველი შესახვევის გზის და კედლის რეაბილიტაცია. #35-ე სკოლასთან მისასვლელი გზის მშენებლობა.
მესხიშვილის ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ახალგაზრდობის მეშვიდე შესახვევის ბოლო მონაკვეთის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.
„სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობის“ ქვეპროგრამით (1 228,0 ათასი ლარი): კიბულის ქუჩის ბოლო მონაკვეთიდან, მწვანეყვავილას ქუჩის გავლით, სანიაღვრე ქსელის მოწყობა; ნიკო მუსხელიშვილის ქუჩაზე მდებარე სანიაღვრე არხის კალაპოტის, არხის გასწვრივ ტროტუარისა და გამწვანების მოწყობა; ანტონ კათალიკოსის ქუჩის ღვარსადენი ქსელის რეაბილიტაცია;
️„ქალაქში საყრდენი და დამცავი კედლების მშენებლობის“ ქვეპროგრამით ( 65,0 ათასი ლარი):
გორკის ქუჩის #18-თან საყრდენი კედლის მოწყობა
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ლიფტების რეაბილიტაცია (210,8 ათასი ლარი);
მრავალსართულიანი სახლების ფასადების რეაბილიტაცია ( 305,6 ათასი ლარი)
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში აისახა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, საქართველოს მთავრობის N2400 განკარგულებით გამოყოფილი თანხა 1000,0 ათასი ლარი, რომლითაც განხორციელდება მდინარე ოღასკურას კალაპოტის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია.
„საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტების“ ფარგლებში ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს დაემატა ახალი საგრანტე პროგრამა „EU4ITD - ქუთაისის, როგორც რეგიონის ტურისტული ჰაბის ცნობადობის ამაღლება შემოქმედებითი ინდუსტრიებისა და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის გზით“, გეგმა განისაზღვრა 408,4 ათასი ლარით.
„კაპიტალური დანიშნულების გრანტის“ სახით ბიუჯეტში აისახა 228,5 ათასი ლარი, რის საფუძველზეც „ქალაქ ქუთაისში, ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ ქვეპროგრამაში გაიზარდა „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის („ოქროს ჩარდახი“) რესტავრაცია-რეაბილიტაციის“ ღონისძიების გეგმა.
ადგილობრივი საბიუჯეტო სახსრების ფარგლებში დაგეგმილია:
„გზებისა და ტროტუარების კაპიტალური შეკეთების“ ქვეპროგრამაში დები იშხნელების ქუჩის რეაბილიტაციის ღონისძიება - 250,0 ათასი ლარი;
გზებისა და ტროტუარების მიმდინარე შეკეთება - 350,0 ათასი ლარი;
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების ფურნიტურა - 173,1 ათასი ლარი;
„მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამა გაიზარდა 195,1 ათასი ლარით, რომლის ფარგლებში შეირჩევა ინფრასტრუქტურული პროექტები, მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლების მიერ, მოქალაქეებთან გამართული კონსულტაციების შედეგად.
სხვადასხვა სახეობის სპორტულ - გამაჯანსაღებელი და დასასვენებლად განკუთვნილი ობიექტების მოწყობა, რეაბილიტაცია, ექსპლუატაციის ქვეპროგრამის ფარგლებში, გაიზარდა ჩოგბურთის კორტების კომპლექსის რეაბილიტაციის ღონისძიება 199,0 ათასი ლარით, იგეგმება მე-11 სპორტული სკოლის რეაბილიტაცია - 500,0 ათასი ლარი.
შემოსულობების კუთხით „ქონების გადასახადი“ იზრდება 1 000,0 ათასი ლარით, ხოლო „შემოსულობა არაწარმოებული აქტივების გაყიდვიდან“ - 1 800,0 ათასი ლარით.
სხდომაზე ასევე დამტკიცებული იქნა ცვლილებები ქუთაისის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - მუნიციპალური და საბინაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულებაში.
ცვლილება შევიდა მერიის საშტატო ნუსხაშიც", საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად.
სიახლეები
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი
- “ორხელისუფლებიანობა” აფხაზეთში და საქართველო-რუსეთის ფარული მოლაპარაკება
- "ზურაბიშვილის სარჩელს პარლამენტის სხდომის შეფერხება არ შეუძლია, იმდენად უსაფუძვლო და ტუტუცურია" - გია ვოლსკი
- "ნუ ეძახით კობახიძეს პრემიერს და „მთავრობას“ მთავრობას" - მიხეილ სააკაშვილი