გურჯაანში გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა
26 აგვისტოს დილით, დაახლოებით 06:00 საათზე, გურჯაანში, თავისუფლების ქუჩაზე (კოტეხის დასახლება) მდებარე გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა, რასაც ძლიერი ხანძარი მოჰყვა.
აფეთქების დროს ადგილზე სადგურის თანამშრომლები და მომხმარებლები იმყოფებოდნენ. დაშავებულია სამი ადამიანი. მათგან ორი გურჯაანის, ერთი კი თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.
ხანძრის დროს დაიწვა ერთი ავტომობილი, დაზიანდა სადგურის კონსტრუქცია. ადგილზე მეხანძრე-მაშველები, სასწრაფო დახმარების ჯგუფები და პოლიცია იყო მობილიზებული.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა აფეთქების მიზეზი.
სიახლეები
- “მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს” – ირაკლი კობახიძე
- ტრამპმა ირანის ახალი სამშვიდობო წინადადება უარყო
- სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი“ ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
- მსოფლიო საკრუიზო გემზე ვირუსის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა
- პოლიტიკასლაიდერი საქართველო არის საყრდენი ქვეყანა რეგიონულ დაკავშირებადობასა და საზღვართშორის სატრანსპორტო დერეფნებში – ADB-ის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში
