ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით N 34 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი ცხრა საკითხი დამტკიცდა
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით N 34 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი ცხრა საკითხი დამტკიცდა.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია უძღვებოდა.
„ქალაქ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების“ დირექტორის მიერ, წარმოადგენილი იქნა, ინფორმაცია 2024-2025 სასწავლო წლისათვის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მზადყოფნის მდგომარეობის შესახებ.
საკითხის თანახმად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების ნუსხას დაემატა №509-№510 პუნქტები. ნუსხაში დამატებული უძრავი ქონებების პრივატიზაციის ან სარგებლობაში გაცემის შემთხვევაში მუნიციპალიტეტი მიიღებს დამატებით შემოსავალს.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების გეგმას დაემატა №259-№260 პუნქტები. გეგმაში დამატებული უძრავი ქონებების პრივატიზაციის ან სარგებლობაში გაცემის შემთხვევაში მუნიციპალიტეტი მიიღებს დამატებით შემოსავალს.
მოქალაქე ნანა ნემსაძეს პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით, პირობებით), აღნაგობის ფორმით, სარგებლობაში გადაეცეა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ქუთაისში, ნიკეას ქუჩა №21, ქარხანა ,,აიასთან“ მდებარე უძრავი ქონების ნაწილი (საჯარო რეესტრის ამონაწერი №03.05.23.146; ფართობი - 460.00 კვ.მ;) 20 (ოცი) წლის ვადით.
მოქალაქე თამარ ხიდაშელს პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით), იჯარის ფორმით, სარგებლობაში გადაეცა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირი №67-ის მიმდებარედ მდებარე უძრავი ქონების ნაწილი (საკადასტრო კოდი №03.04.26.623-დან ფართობი - 35.00 კვ.მ. ), 20 (ოცი) წლის ვადით.
მოქალაქე მედეა დოლაბერიძეს პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით), იჯარის ფორმით, სარგებლობაში გადაეცა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირი №44 სახლის აღმოსავლეთით არსებული უძრავი ქონების ნაწილი (საჯარო რეესტრის ამონაწერი №03.04.06.433; ფართობი - 28.00 კვ.მ;) 10 (ათი) წლის ვადით.
მოქალაქე ნუგზარ ბრეგაძეს პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით), იჯარის ფორმით, სარგებლობაში გადაეცა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ქუთაისში, ნიკეას ქუჩა, I შესახვევი №9-ის სამხრეთით მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი №03.04.32.659; ფართობით - 194.00 კვ.მ.) 10 (ათი) წლის ვადით.
შეზღული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ქვალითი სფეისს“ (საიდენტიფიკაციო კოდის №412776973) პირდაპირი განკარგვის წესით, (სასყიდლით, პირობებით) უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობაში გადაეცა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები. კერძოდ, ქალაქ ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირი №37, სადგური ქუთაისი II-ის მიმდებარე ტერიტორია, ნაკვეთი №1-1 (საჯარო რეესტრის ამონაწერის №03.04.26.173; არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობი 770.0 კვ.მ. შენობა - ნაგებობის ჩამონათვალი: №1 საერთო ფართით 855.46 კვ.მ.), ქალაქ ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირი №59ა ბინის სამხრეთით (გზა, საჯარო რეესტრის ამონაწერის №03.04.26.613-დან ნაწილი; ფართობით 94.00 კვ.მ.) და ქალაქ ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირი №37-ის ჩრდილოეთით (ავტოსადგომი, საჯარო რეესტრის ამონაწერის №03.04.26.381; ფართობით 119.00 კვ.მ.), ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, მათ შორის 2(ორი) წელი უსასყიდლოდ. შპს „ქვალითი სფეისი“ ვალდებულებას იღებს სარგებლობაში გადაცემულ ქონებაში უზრუნველყოს სამედიცინო დაწესებულების შექმნა, განახორციელოს არანაკლებ 950 000 ლარის ინვესტიცია და დაასაქმოს 37 ადამიანი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 წლის განმავლობაში.
Energy Cities - არის მომავლის მზადყოფი ქალაქების ქსელი , რომელიც ხელს უწყობს გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ენერგეტიკულ ტრანზიციაში.აღნიშნული ქსელი აერთიანებს 1000-ზე მეტ ადგილობრივი ხელისუფლების წარმოამადგენელს, მათ შორის 30 ევროპის წვეყნის წარმომადგენელს.
სიახლეები
- როგორ ავიცილოთ ყველაზე ცუდი სცენარი
- "ჩვენთვის ძვირფასია თითოეული გულწრფელი მოქალაქე, რომელსაც აქვს პროტესტის განცდა, ძვირფასია თითოეული ჯანსაღი ახალგაზრდა, რომლებმაც მომავალში ქვეყნის მართვა უნდა გადაიბარონ"
- "საქართველო მყარად რჩება მსოფლიო მედიის ერთ-ერთ მთავარ თემად, ასევე იყო „ვარდების რევოლუციის“ დროსაც" - მიხეილ სააკაშვილი
- "მინდა, ყველა დავარწმუნო, რომ ევროინტეგრაციის პროცესი არათუ არ გადადებულა, პირიქით, მაქსიმალური ინტენსივობით გაგრძელდება" - ირაკლი კობახიძე
- "დღეს ჩვენი დღის წესრიგი უნდა ავაგოთ მხოლოდ რეალისტურ, პრაგმატულ, დადებითი დღის წესრიგით სავსე პოლიტიკაზე" - ირაკლი შენგელია