დღეს, ქუთაისში „ბეკოს“ მაღაზიის ახალი ფილიალი გაიხსნა
დღეს, ქალაქ ქუთაისში, ჭავჭავაძის 39ა-ში „ბეკოს“ მაღაზიის ახალი ფილიალი გაიხსნა.
ახალი მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით, მხოლოდ აღნიშნულ ფილიალში ორი დღის განმავლობაში 11-12 აპრილს, როგორც საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე, ასევე ტელევიზორებზე და აიტი ტექნიკაზე 50%-მდე ფასდაკლება გავრცელდება. ასევე, მაღაზიაში მისულ მომხმარებელს სხვა უამრავი სიახლე და სიურპრიზი ელოდება.
მაღაზიის გახსნის სადღესასწაულო ღონისძიებას ქუთაისის მერი და საკრებულოს წევრები ესწრებიდნენ.
„მოხარულები ვართ და მივესალმებით ახალი მაღაზიის გახსნის იდეას. რაც უფრო მეტი მაღაზია გაიხსნება ქუთაისში, მით უფრო მეტია შანსი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების. მოხარულები ვართ და მხარს ვუჭერთ მსგავს ღონისძიებებს,“- აღნიშნა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.
შეგახსენებთ, რომ საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი "ბეკო", რომელიც 22 წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს, საქართველოს მასშტაბით 64 სავაჭრო წერტილს აერთიანებს.
სიახლეები
- საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მიმართვა სრულიად საქართველოსადმი
- "საუკუნო და უკვდავი იყოს ნეტარი პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნა" - მსოფლიო პატრიარქი
- პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს თბილისის მუნიციპალური, საქალაქთაშორისო და სარკინიგზო ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 17 მარტისთვის
- "საქართველო იმ ქვეყნებზე ბევრად დემოკრატიულია, რომელთაც “მოსკოვის მექანიზმის“ ინიციატივა წარადგინეს" - ირაკლი კობახიძე
