ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით 37-ე სხდომა გამართა
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით 37-ე სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია უძღვებოდა.
წარმოდგენილი იქნა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2023 წლის ნოემბრიდან 2024 წლის ნოემბრამდე გაწეული სამუშაო ანგარიში
ასევე წარმოდგენილი იქნა საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიის ანგარიში 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის ოქტომბრამდე გაწეული მუშაობის შესახებ.
.
წარმოდგენილი იქნა საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2024 წელის ანგარიში
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 სექტემბრის №319 განკარგულებით ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს, მიეცა თანხმობა განაშენიანების დეტალური გეგმის ინიცირებისა და დავალების გაცემის თაობაზე. საპროექტო ტერიტორია შედგება 2 საკადასტრო ერთეულისაგან, მისი საერთო ფართობია 3 169 კვადრატული მეტრი. საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ზვიად გამსახურდიას ქუჩის პარალელურად (ზ.გამსახურდიას ქუჩა N8) კიკვიძის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე.
უფლება ეძლევა მოქალაქე გიორგი რაზმაძეს მოახდინოს მოთხოვნილი პროექტის განხორციელება. ტერიტორიის საერთო ფართობი შეადგენს 5 000 კვადრატულ მეტრს. საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ივანე ჯავახიშვილის ქუჩა №115-ში, ქუთაისის - წყალტუბოს საქალაქთაშორისო გზის გასწვრივ. დღეის მდგომარეობით საპროექტო ტერიტორიაზე არ ფიქსირდება შენობა-ნაგებობები. ტერიტორიას ერთი მხრიდან ესაზღვრება საავტომობილო გზა, ხოლო დანარჩენი 3 მხრიდან დაურეგისტრირებელი ტერიტორიები. როგორც წარმოდგენილი ინიცირების საფუძველი, დოკუმენტაციის განხილვით ირკვევა, რომ ინიციატორის მიერ დასახელებული დაგეგმილი ცვლილებების მიზანია ტერიტორიაზე განვითარდეს საცხოვრებელი ფუნქციის მქონე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებით მიმართა ვახტანგი ნოსელიძემ და მოითხოვა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე, განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების ინიციატივის განხილვა. საპროექტო ტერიტორია შედგება ორი საკადასტრო ერთეულისაგან ტერიტორიის საერთო ფართობი შეადგენს 5 924 კვადრატულ მეტრს. საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქუთაისი-წყალტუბოს საქალაქთაშორისო გზის გასწვრივ. დღეის მდგომარეობით საპროექტო ტერიტორიაზე არ ფიქსირდება შენობა-ნაგებობები. ტერიტორიას ორი მხრიდან ესაზღვრება საავტომობილო გზა, ხოლო ერთი მხრიდან დაურეგისტრირებელი ტერიტორია. არსებული მდგომარეობით ქალაქ ქუთაისის გენერალური გეგმის კონცეფციის მიხედვით, საპროექტო ტერიტორიაზე მოქმედი ზონა წარმოადგენს - გამწვანებულ ტერიტორიებს.
სიახლეები
- როგორ ავიცილოთ ყველაზე ცუდი სცენარი
- "ჩვენთვის ძვირფასია თითოეული გულწრფელი მოქალაქე, რომელსაც აქვს პროტესტის განცდა, ძვირფასია თითოეული ჯანსაღი ახალგაზრდა, რომლებმაც მომავალში ქვეყნის მართვა უნდა გადაიბარონ"
- "საქართველო მყარად რჩება მსოფლიო მედიის ერთ-ერთ მთავარ თემად, ასევე იყო „ვარდების რევოლუციის“ დროსაც" - მიხეილ სააკაშვილი
- "მინდა, ყველა დავარწმუნო, რომ ევროინტეგრაციის პროცესი არათუ არ გადადებულა, პირიქით, მაქსიმალური ინტენსივობით გაგრძელდება" - ირაკლი კობახიძე
- "დღეს ჩვენი დღის წესრიგი უნდა ავაგოთ მხოლოდ რეალისტურ, პრაგმატულ, დადებითი დღის წესრიგით სავსე პოლიტიკაზე" - ირაკლი შენგელია