ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე მე-16 სხდომა გამართა
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე მე-16 სხდომა გამართა. წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა, მხარი დაუჭირეს დღის წესრიგით წარმოდგენილ საკითხებს.
სხდომას ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია უძღვებოდა.
ცვლილება შევიდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების გეგმასა და ნუსხაში.
თანხმობა მიეცა, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ქუთაისის ბოტანიკური ბაღი - მედეასათვის“ (საიდენტიფიკაციო კოდის №412782127) პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ქუთაისში, ლესელიძის ქუჩა №2-ის მიმდებარე ტერიტორიის (ნაკვეთი №1), (ყოფ. №28; №22), (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ფართობით - 70537კვ.მ და მასზედ განთავსებული შენობა-ნაგებობები №1-№6) სარგებლობაში გაცემის თაობაზე (საჯარო რეესტრის ამონაწერი №03.02.24.116.
ცვლილება შევიდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 31 ივლისის №308 განკარგულებაში. კერძოდ შეიცვალოს და შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდეს განკარგულების მეორე მუხლი.საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს“ (საიდენტიფიკაციო კოდის №202504753) გადაცემული ქონების უზუფრუქტის ვადად განესაზღვრა 2026 წლის პირველ იანვრი“.
მიღებული გადაწყვეტილებით არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს ,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 242742127) პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით, სარგებლობის უფლებით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 212899443) ბალანსზე რიცხული, 3 017 (სამი ათას ჩვიდმეტი) ლარის და 17 თეთრის ღირებულების 1 384 (ათას სამას ოთხმოცდაოთხი) ერთეული, ხოლო ვანისა და ბაღდათის ეპარქიას, 1046 (ათას ორმოცდაექვსი) ლარი და 34 თეთრის ღირებულების 420 (ოთხასოცი) ერთეული ბიბლიოგრაფიული გამოცემა გადაეცა, ,,ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის“ წიგნების დეპოზიტარულ - გაცვლითი ფონდის განყოფილებაში არსებული ჭარბი, არაიშვიათი, ბიბლიოგრაფიული გამოცემები.
თანხმობა მიეცა მოქალაქე მალხაზ ჭაღიაშვილისათვის (პირადი №01006003144) პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით, პირობებით), აღნაგობის ფორმით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩის ბოლო მონაკვეთში (ნაკვეთი №1; ნაკვეთი №2;) მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საჯარო რეესტრის ამონაწერი №03.01.22.397; ფართობი - 799.00 კვ.მ;) 30 (ოცდაათი) წლის ვადით, სარგებლობაში გადაცემის თაობაზე.
საკრებულოს მიერ მოწონებული იქნა ის ინფრასტრუქტურული პროექტები , რომელიც საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2025 წელს უნდა დაფინანსდეს.
სიახლეები
- "ძალადობა, ვანდალიზმი, თავდასხმა სამართალდამცველებსა და საჯარო ინსტიტუტებზე სცდება მშვიდობიანი პროტესტის ნებისმიერი განმარტების ზღვარს"
- "მელიამ პოლიციას თავი დააჭერინა და უნდათ სხვაზე გადაიტანონ" - მამუკა მდინარაძე
- "უკრაინის ქალაქებზე რუსეთის დარტყმებით ძალიან იმედგაცრუებული ვარ" - დონალდ ტრამპი
- "პოლიციელებს მადლობას ვუხდი თავდადებისთვის, მადლობა თქვენს ოჯახებს, მშობლებს, მეუღლეებს, თქვენს შვილებს" - გელა გელაძე
- "ჩვენი მიზანია, შევქმნათ გარემო, სადაც თითოეული პოლიციელი თავს დაცულად და კიდევ უფრო დაფასებულად იგრძნობს" - ირაკლი კობახიძე