იმერეთში მოსულმა უხვმა ნალექმა რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა
იმერეთში მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა რამდენიმე მუნიციპალიტეტში.
ტყიბულში, ხარაგაულში, საჩხერესა და ჭიათურაში თოვლის საფარმა 60 სანტიმეტრს მიაღწია, მაღალმთიან სოფლებში კი 1 მეტრს. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში ინტენსიურად იწმინდება საავტომობილო გზები, მიმდინარე პროცესს ადგილზე გაეცნო იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი.
ასევე, წვიმის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა ქუთაისში, გალაკტიონ ტაბიძის 1-ლი ნომრის მიმდებარედ ჩამოშალა მიწის მასა, თუმცა შესაბამისი სამუშაოების განხორციელების შედეგად პრობლემა მალე აღმოიფხვრა.
მუნიციპალიტეტებში სადაც უამინდობაა მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვისა და მუნიციპალური სამსახურები.
უხვი ნალექის შედეგად მუნიუციპალიტეტში დაიტბორა საკარმიდამო ეზოები, სახნავ-სათესი სავარგულები და სახლების სარდაფები. ინტენსიური წვიმის შედეგად სანიაღვრე არხები ვერ ასწრებდა წყლის ნაკადის გატარებას, რამაც საავტომობილო გზებზე შექმნა შეფერხებები.
რეგიონში, მოსახლეობას ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება, მთელი დღის მანძილზე სპეციალური ჯგუფები მუშაობენ, რათა დროულად მოხდეს არსებული ავარიული მდგომარეობის აღმოფხვრა.
იმერეთში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები საჭიროებისამებრ გაგრძელდება.
სიახლეები
- 2026 წლის მთავარი სიმბოლო ცეცხლოვანი ცხენია - როგორ მოვიპოვოთ მისი კეთილგანწყობა?
- "ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ „კამიტეს“ გამოყენებას ფიზიკურად ვერ ექნებოდა ადგილი, რადგან მისი შესყიდვა შსს-ს არასოდეს განუხორციელებია"
- "ზრდასრული ადამიანი უნდა ხვდებოდეს, ესა თუ ის წესი ან კანონი რისთვის არის, მაგრამ ამისთვის საჭიროა გონებრივი განვითარება" - მეუფე შიო
- მერაბ დვალიშვილი მეოთხე სატიტულო დაცვაში დამარცხდა და UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაკარგა
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
