ქუთაისში ღონისძიებების გამო, რამდენიმე ლოკაციაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
21 დეკემბრიდან, ქუთაისში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გაიხსნება საახალწლო ბაზრობა და მოეწყობა გასართობი სივრცეები ბავშვებისთვის. ღონისძიებების გამო, რამდენიმე ლოკაციაზე დროებით შეიზღუდება ტრანსპორტის მოძრაობა.
სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა და პარკირება სრულად შეიზღუდება ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის მიმდებარედ (ცისფერყანწელების და გრიშაშვილის ქუჩებზე) 10:00 საათიდან ღონისძიებების დასრულებამდე.
დავით აღმაშენებლის მოედანზე (გელათის ქუჩის დასაწყისი, ,,მაკდონალდსის“, მესხიშვილის დრამატული თეატრის და შადრევნის მიმდებარე ტერიტორია) შეიზღუდება მოძრაობა და ნაწილობრივ პარკირება, სცენის მონტაჟისა და დემონტაჟისთვის.
10 :00 საათიდან, სრულად შეიზღუდება სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა და პარკირება დავით აღმაშენებლის მოედანზე, ღონისძიებების დასრულებამდე.
შესაბამისად, შეიცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის სქემა და ავტობუსები იმოძრავებენ შემდეგი სვლა-გეზებით:
N⁰1L ავტობუსი, ნაცვლად თამარ მეფის ქუჩისა და აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს მანდარიას, წერეთლის, აღმაშენებლის, გ. ტაბიძის ქუჩების და წითელი ხიდის გავლით. აღნიშნული სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.
N⁰3 ავტობუსი, თამარ მეფის ქუჩით იმოძრავებს კინო ‘’საქართველომდე’’ და შემდეგ, წერეთლის ქუჩით განაგრძობს მოძრაობას სადგურ ‘’რიონის’’ მიმართულებით.
N⁰4 ავტობუსი, ნაცვლად თამარ მეფის ქუჩისა და აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს მანდარიას, წერეთლის, აღმაშენებლის, გ. ტაბიძის ქუჩების და წითელი ხიდის გავლით. აღნიშნული სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.
N⁰5 ავტობუსი, ნაცვლად თამარ მეფის ქუჩისა და აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს მანდარიას, წერეთლის, აღმაშენებლის, გ. ტაბიძის ქუჩების და წითელი ხიდის გავლით. აღნიშნული სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.
N⁰41 ავტობუსი, ნაცვლად თამარ მეფის ქუჩისა, იმოძრავებს სოლომონ პირველის, 26 მაისის, კოსტავას, ბროსეს და ფალიაშვილის ქუჩების გავლით. აღნიშნული სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.
N⁰113 ავტობუსი, ნაცვლად თამარ მეფის ქუჩისა, იმოძრავებს სოლომონ პირველის, 26 მაისის, კოსტავას, ბროსეს და ფალიაშვილის ქუჩებზე. აღნიშნული სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.
N⁰6 ავტობუსი, ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს დავით და კონსტანტინეს ქუჩის გავლით , ვარლამიშვილის მოედანზე. სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.
N⁰19 ავტობუსი, ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს მარი ბროსეს ქუჩის გავლით, ფალიაშვილის ქუჩაზე. სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.
N⁰141 ავტობუსი, იმოძრავებს კინო ‘’საქართველოდან’’ ავტოსადგურისაკენ. სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.
სიახლეები
- "დღეიდან, საქართველოს ეყოლება პრეზიდენტი, რომელიც ხალხის ჭეშმარიტ ნებას და კონსტიტუციას დაიცავს" - შალვა პაპუაშვილი
- "მე აქედან თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები - ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა" - სალომე ზურაბიშვილი
- "ამერიკა დგას ერთადერთი ლეგიტიმური ქართველი ლიდერის, სალომე ზურაბიშვილის და ქართველი ხალხის გვერდით" - ჯო უილსონი
- 29 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "არ გამოვრიცხავ, მარგველაშვილსაც ისეთი რამ დაავალონ, ისიც პასუხისგებაში გახდეს მისაცემი და დასაკავებელი" - მამუკა მდინარაძე