January 26, 2025

თავისუფლება სინდისის პატიმრებს! - 24 იანვარს, ქუთაისში, მარში გაიმართება

პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა მხარდასაჭერად და მათი გათავისუფლების მოთხოვნით, ქუთაისში, 24 იანვარს, მარში გაიმართება.


"თავისუფლება სინდისის პატიმრებს!"- ამ სლოგანის ქვეშ გაერთიანებული პატიმრების ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები, მეზობლები, კოლეგები და თანამოაზრეები მერიის წინ შეიკრიბებიან და ქუთაისის პოლიციის საქალაქო სამმართველოს მიმართულებით მსვლელობას მოაწყობენ.

"53 სინდისის პატიმარი ივანიშვილის ციხეშია. მათი გათავისუფლება პროტესტის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა. ივანიშვილს და მის ქვეშევრდომებს ხმამაღლა გავაგონებთ ჩვენი წინააღმდეგობის ხმას. შემოგვიერთდით და შეუერთე შენი ხმა სინდისის პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნას!", - ამბობენ მარშის ორგანიზატორები.

სოლიდარობის მარში 19:00 საათზე დაიწყება და ქუთაისის გარდა, თბილისში, ზუგდიდსა და ბათუმში გაიმართება.

პროევროპული აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ უკანონოდ დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად და გათავისუფლების მოთხოვნით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მარში ყოველ პარასკევს მოეწყობა.

ქვეყანაში უწყვეტი პროტესტის 57-ე დღეა. საქართველოს ქალაქებში აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 28 ნოემბერს „ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

მომიტინგეთა მოთხოვნები უცვლელია: ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლება.

მოქალაქეები ამბობენ, რომ იბრძოლებენ მანამდე, ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

წაკითხვა 76 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.