ქუთაისში "გვირილობის" აღნიშვნა ბაგრატის ტაძრის ეზოდან დაიწყო
ქუთაისში "გვირილობის" აღნიშვნა ბაგრატის ტაძრის ეზოდან დაიწყო.
ტაძარში საპატრიარქოს ჩოხოსანთა ახალი წევრები აკურთხეს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, გვირგვინებით, ტრადიციულად პატივი მიაგეს სამი ოთარის ძეგლს.
სასტუმრო ,,ბაგრატი 1003’’ - ში ქალაქის და რეგიონის პირველმა პირებმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მიიღეს.
მთელი დღის განმავლობაში ქუთაისის ქუჩებში დაგეგმილია ყვავილების, ადგილობრივი წარმოების, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ასევე სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები.
ცენტრალურ ბაღში, კოლონების მიმდებარე ტერიტორიაზე ქალაქის დღესასწაული ოფიციალურად გაიხსნა, სადაც წარმოდგენილი იყო მომავლის თეატრის ,,ცისფერყანწელები’’-ს პერფორმანსი- ,,ისწავლე თავისუფლება’’.
ქალაქის ქუჩებში გიმნაზისტების ფორმაში ჩაცმული გოგონები კალათებში ჩაწყობილი გვირილებით გადაადილდებიან და მოქალაქეებს ყვავილებს ურიგებენ. წარმოდგენილია რამდენიმე პავილიონი, სადაც ქუთაისის ისტორია ცოცხლდება და ასევე წარმოაჩენს იმ მასშტაბურ პროექტებს, რომლებიც ქალაქში უნდა განხორციელდეს.
დღის ბოლოს, ცენტრალურ მოედანზე გალა კონცერტი გაიმართება, რომელშიც ცნობილი ქართველი მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას.
სიახლეები
- საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მიმართვა სრულიად საქართველოსადმი
- "საუკუნო და უკვდავი იყოს ნეტარი პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნა" - მსოფლიო პატრიარქი
- პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს თბილისის მუნიციპალური, საქალაქთაშორისო და სარკინიგზო ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 17 მარტისთვის
- "საქართველო იმ ქვეყნებზე ბევრად დემოკრატიულია, რომელთაც “მოსკოვის მექანიზმის“ ინიციატივა წარადგინეს" - ირაკლი კობახიძე
