ქუთაისის მერმა საპატიო ქუთაისელებს სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა
ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, ქუთაისის მაჟორიტარ დიმიტრი მხეიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარიასთან ერთად, როგორც ღვაწლმოსილ, ასევე საპატიო ქუთაისელებს სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
პატივგების კომისიისა და ქალაქის მერის, გიორგი ჭიღვარიას გადაწყვეტილებით ღვაწლმოსილი ქუთაისელის წოდება მიენიჭათ:
კულტურულ-შემოქმედებით სფეროში გაწეული საქმიანობისთვის -ირმა ქურასბედიანს.
პედაგოგიურ საქმიანობაში გაწეული ღვაწლისათვის- ნუნუ ქათამაძეს.
ქართული რაგბის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის- ალექსანდრე-საშა ნაჭყებიას.
ქართული სახვითი ხელოვნების განვითრების საქმეში შეტანილი წვლილისა და 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით- გიორგი ლომთაძეს. სპორტისა და ფიზიკურ აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის ვახტანგ თვალთვაძე.
ქუთაისის საპატიო მოქალაქეები გახდნენ: მწერალი გურამ დოჩანაშვილი, პოეტი ტარიელ ხარხელაური, მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი, მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი-რამაზ კუბლაშვილი, ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობები- დავით როინიშვილი და ვაჟა ოღრეშიძე,
ბიზნესმენები თენგიზ აბესაძე და ბეჟან ახვლედიანი, სამედიცინო სასწავლებლის დირექტორი დავით ჭაჭიაშვილი.
სიახლეები
- "ნაციონალურ მოძრაობას“ ნამდვილად არ აქვს უფლება, ისაუბროს ძალადობაზე, სისტემურ დანაშაულზე, ეს მათმა მომხრეებმაც კი გადასარევად იციან" - მიხეილ სარჯველაძე
- „საქართველო იმსახურებს უკეთესს“ სრულიად უკბილო და არაადეკვატური ლოზუნგია, „შემოდგომაზე შევიკრიბებით უფრო მეტი“ კი ძალიან მავნე გეგმაა"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 30 მაისიდან
- "დღეიდან დაიწყება ახალი ეტაპი, როდესაც პროტესტი პოლიტიკურ პროცესად გარდაიქმნება, რათა არსებული ბზარები კიდევ უფრო გააფართოოს და რეჟიმის მშვიდობიან ცვლილებას მივაღწიოთ"
- "დამოუკიდებლობის აღდგენიდან მოყოლებული ჩვენ კვლავაც გავდივართ 40-წლიან მოსეს გზას" - ირაკლი კობახიძე
