ევროპის დღეები 2019-ის ფარგლებში ქუთაისში, წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გაიმართება

სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, 2019 წელს უკვე მეშვიდედ ახორციელებს ევროპის დღეებს, რომლის მიზანიც არის საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესისა და აღნიშნულ პროცესში მოსახლეობის ჩართულობის მაქსიმალური ხელშეწყობის შესახებ.

ევროპის დღეების ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, მოწვეული ექსპერტები და ფართო საზოგადოება.


ევროპის დღეები 2019-ის ფარგლებში ქუთაისში, წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 4 მაისს, 13:00 საათზე დაგეგმილია საჯარო ლექცია თემაზე - "ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA)." ლექციას ჩაატარებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სავაჭრო მოლაპარაკებებისა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელების კოორდინაციის სამმართველოს უფროსი მოგიორგი ჩიტაძე.


ლექციის პარალელურად მოეწყობა საინფორმაციო კუთხე და შედგება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრება ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.


ევროპის დღეები წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის ფარგლებშიც საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხებსა და ევროინტეგრაციის პროცესზე იმართება მრავალი ღონისძიება. მზარდი ანტი-დასავლური პროპაგანდის ფონზე, მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებს მიეწოდოთ ინფორმაცია ევროპული ინტეგრაციის საკითხზე, ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე და მოხდეს მოქალაქეების აქტიური ჩართვა ღნიშნულ პროცესში..

 


ევროპის დღეები ხორციელდება სსიპ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით.

 


ღონისძიების ჩატარების ადგილი: ქუთაისი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სააქტო დარბაზი, პირველი კორპუსი, მეორე სართული; მის: თამარ მეფის 59; ღონისძიების ჩატარების დრო: 4 მაისი, 13:00 სთ.

წაკითხვა 780 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.