ქუთაისში პირველი საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი - „ოქროს საწმისის ძიებაში“ გაიხსნა

ქუთაისში პირველი საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი, „ოქროს საწმისის ძიებაში“ გაიხსნა.

 

სესიის დაწყებამდე სტუმრებმა, პავილიონებში წარმოდგენილი ადგილობრივი პროდუქციია დაათვალიერეს.

 

სესია ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ გახსნა.

 

მისასალმებელი სიტყვით სტუმრებს მიმართეს, ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თალთვაძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ, USAID GCI - ის პროექტის დირექტორმა ლევან სამადაშვილმა და "მერები ეკონომიკური ზრდისთვის" პროექტის ჯგუფის ლიდერმა პიტერ კორბსიმ.

 

მთავრობის ძალისხმევას ბიზნესის შესაძლებლობებისა და ინვესტირების პოტენციალთან დაკავშირებით, ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოვლენ, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი შენგელია, ,,აწარმოე საქართველოში’’ დირექტორი მიხეილ ხიდურელი, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე, ,საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დირექტორის პირველი მოადგილე რუსუდან მამაცაშვილი, საქართველოს გაერთიანებული აეროპორტების ბიზნეს განვითარების კოორდინატორი ვარლამ ჭილაშვილი, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი ვალერიან მჭედლიძე.

 

ქუთაისზე, როგორც ბიზნეს პერსპექტივების ფლაგმანზე ისაუბრებენ, იმერეთის DMO აღმასრულებელი დირექტორი პაატა ლილუაშვილი, ბესტ ვესტერნ ქუთაისის გენერალური მენეჯერი შორენა უჩანეიშვილი, ქართულ-პოლონური სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტი მარჩინ რუტოვიჩი, ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ფინანსური დირექტორი სოსო ნიბლაძე, ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის კოორდინატორი ევგენი ჯიხვაძე, გერმანულ - მექსიკური კომპანიის - AE SOLAR გენერალური დირექტორი დურვეკ ფატაკოვი, „M2 -უძრავი ქონება“ კომპანიის დირექტორის მოადგილე თამარ გულედანი.

 

სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ეკონომიკურ შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნონ, დაგეგმილია ვიზიტები ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, ტექსტილის მწარმოებელ ქარხანაში, ასევე ჩანიშნულია მარშრუტი ქუთაისის ტურისტული შესაძლებლობების გასაცნობად.

 

ქუთაისის მუნიციპალიტეტი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, აწყობს პირველ საერთაშორისო ბიზნეს ფორუმს იმერეთის რეგიონის ცენტრში. საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი ინიცირებულია, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხარდამჭერი აქტივობა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისათვის, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის ფარგლებში. ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა შემუშავებულ იქნა ევროკავშირის ინიციატივის ფარგლებში „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“. გეგმის მთავარი მიზანია ქალაქში ეკონომიკური აქტივობისა და სამუშაო ადგილების გაზრდა. ქუთაისი არის პირველი ქალაქი რეგიონში, რომელიც დღეს და ხვალ უმასპინძლებს ადგილობრივ და უცხოელ ასობით ინვესტორს , რათა უკეთ მოხდეს ქუთაისის საინვესტიციო პოტენციალისა და მისი ფუნქციური ადგილების გაცნობა.

 


ბიზნეს ფორუმის მონაწილეებს შანსი ეძლევათ დაესწრონ პლენარულ სხდომებს თავიანთი ინტერესის სფეროების მიხედვით და მონაწილეობა მიიღონ დისკუსიებში, რომელიც ეხება: ტურიზმს, სამედიცინო-რეკრეაციულ ბიზნესს და სხვა.

 


ფორუმის განმავლობაში , მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა შეხვდნენ და გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება უკვე შემდგარ მეწარმეებს. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ მოხდება საინვესტიციო პოტენციალის წარდგენა და ქალაქში არსებული საინტერესო ბიზნეს შეთავაზებების გაცნობა. ბიზნესის წარმომადგენლებთან წარიმართება დისკუსია მათი გამოწვევებისა და მხარდაჭერის საჭიროების შესახებ ქალაქის მხრიდან.

წაკითხვა 883 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 03 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.