ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა ქუთაისში მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადის გამარჯვებულები დააჯილდოვა
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა ქუთაისში მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადის გამარჯვებულები დააჯილდოვა.
საპრიზო ადგილებზე გასულ მოსწავლეებს ფულადი ჯილდო, გამარჯვების დამადასტურებელი სიგელები და მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადისთვის დაწესებული სპეციალური პრიზები გადაეცათ.
მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადა ქუთაისის მერიის დაფინანსებით, მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის და ა(ა)იპ „კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ განათლების განყოფილების ორგანიზებით 2015 წლიდან ტარდება და მასში ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობენ.
ოლიმპიადა გაიმართა ქართულ ესტრადაში, ქართულ ხალხურ სიმღერაში, ზეპირსიტყვიერებაში, სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში.
სიახლეები
- “მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს” – ირაკლი კობახიძე
- ტრამპმა ირანის ახალი სამშვიდობო წინადადება უარყო
- სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი“ ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
- მსოფლიო საკრუიზო გემზე ვირუსის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა
- პოლიტიკასლაიდერი საქართველო არის საყრდენი ქვეყანა რეგიონულ დაკავშირებადობასა და საზღვართშორის სატრანსპორტო დერეფნებში – ADB-ის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში
