“ვიღაცამ გამიზნულად ააფეთქა რაღაც და ამიტომ გაჩნდა ხანძარი” - ქუთაისში მომხდარი აფეთქების ახალი დეტალები
არსებული ინფორმაციით, აფეთქება ქუთაისში ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება.
ოჯახის ახლობელი ჰყვება, რომ აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირი არ გამხდარა და სავარაუდოდ ცეცხლის წაკიდება მიზანმიმართულად მოხდა.
ძლიერი აფეთქების მიზეზი სავარაუდოდ, ქონებრივი დავა გახდა. მეზობლები ჰყვებიან, რომ ადამიანები, რომლებიც ბინაში იმყოფებოდნენ, მოსკოვიდან რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდნენ. დღეს გამთენიისას კი, ბათუმიდან ჩამოსული, მოდავე ნათესავი ბინაში მივიდა, რასაც ხმაური და აყალმაყალი მოყვა.
მეზობლებმა გაიგეს, როგორ ყვიროდნენ, რომ სახლში ბენზინია, რის შემდეგაც აფეთქების ხმა გაისმა.
„სავარაუდოდ ვიღაცამ კონკრეტულად და გამიზნულად ააფეთქა რაღაც და აქედან გამომდინარე გაჩნდა ხანძარი. შედეგად დაიწვა და დაზარალდა რამდენიმე ოჯახი. მათთან კომუნიკაცია მქონდა, ვინც უშუალოდ შეესწრო ამ ფაქტს და ასე რომ ვთქვათ, თვითმხილველები იყვნენ. სავარაუდოდ, გაზი არ იქნებოდაო და ეს იყო ვიღაცის გამიზნული ქმედება,“ – განაცხადა დაშავებულის მეგობარმა.
მომხდარის შედეგად დაშავებულია 7 ადამიანი, მათ შორის 4-ის მდგომარეობა უკიდურესად რთულია. დაშავებულებიდან ერთი, 10 წლის ბავშვია. ის თბილისში, დამწვრობის კლინიკაში გადმოჰყავთ. ექიმის განცხადებით, კიდევ ერთ დაშავებულს სხეულის 75% აქვს დამწვარი.
„მდგომარეობა არის მძიმე, კრიტიკული და დანარჩენი მკურნალობა მომზადდება ახლა თავის გამოკვლევებით. დამწვრობები სხვა და სხვა ხარისხის არის. არის ტოტალური დამწვრობა, 76 პროცენტი აქვს ერთ ქალბატონს, მეორეს აღენიშნება 56 პროცენტი და მესამეს 30 პროცენტი,“- განაცხადა ქუთაისი თერმულ დაზიანებათა ცენტრის ქირურგმა, გიორგი აბესაძემ.
ქუთაისში გამთენიისას მომხდარ აფეთქებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება,ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.
რუსთავი 2
სიახლეები
- "ეუთოს დამკვირვებლების მოპატიჟება ნიშნავს იმას, რომ "ოცნება" ბევრად უფრო სტრატეგიულად აზროვნებს"- კახა გოგოლაშვილი
- "საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ, 4 ოქტომბერს რუსული რეჟიმი მშვიდობიანად დავამხოთ და ამისთვის უნდა მოვემზადოთ" - ანა წითლიძე
- "მსოფლიოს შეუძლია აიძულოს კრემლის დამნაშავეები, შეწყვიტონ მკვლელობები" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "კახი, დამშვიდდი, დადინჯდი - დაელოდეთ ხალხის განაჩენს" - ლევან ხაბეიშვილი
- "კრემლი კვლავ დასცინის დიპლომატიას, არღვევს საერთაშორისო სამართალს და კლავს ადამიანებს" - ურსულა ფონ დერ ლაიენი