წყალტუბოში ჯერ შვილმა, შემდეგ კი დედამ თავი მოიკლეს
წყალტუბოში 18 წლის ახალგაზრდა ცხრასართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მან თავი მოიკლა. შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა. გარდაცვლილი ადგილობრივმა დილით ნახა. მისი თქმით, დაცემის ხმა გაიგო, მოგვიანებით, კი გარეთ გამოსულმა ძირს დაცემული მამაკაცი აღმოაჩინა და სასწრაფო დახმარება გამოიძახა.
შვილის სიკვდილის გაგების შემდეგ, 18 წლის ბიჭის დედამაც თავი მოიკლა. ის სახლის სახურავზე ავიდა და გადმოხტა.
თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია, თუმცა ერთ-ერთ ვერსიად ინტერნეტთამაში "ლურჯი ვეშაპი" სახელდება. 18 წლის ბიჭმა წყალტუბოს ნომერ პირველი საჯარო სკოლა გასულ წელს დაამთავრა. სკოლის დირექტორის ფაქიზო ფანჩულიძის ინფორმაციით, გარდაცვლილი კარგი მოსწავლე იყო, თუმცა ბოლო წელს გულჩათხრობილი გახდა და სკოლაში იშვიათად დადიოდა.
მისივე ინფორმაციით, ოჯახის წევრებმა სახლში ფურცელი იპოვეს, სადაც ეწერა, გარდაცვალების დღე და ადგილი. მისი თქმით, ეს ინტერნეტთამაშის ვერსიას ამყარებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო. დანიშნულია ექსპერტიზა და გამოძიება ყველა მიმართულებით მუშაობს.
სიახლეები
- "სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა არის ის, რაც ჩვენ მომავალშიც ყველა დაბრკოლების გადალახვის შესაძლებლობას მოგვცემს" - ირაკლი კობახიძე
- სასამართლომ საბოტაჟის საქმეზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 30 ათასი ლარის არასაპატიმრო გირაო შეუფარდა
- "ჩვენი მთავარი მიზანია სამართლიანი მშვიდობა და ომის დასრულება, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დიპლომატიის გზაზე გამარჯვება მოვიპოვოთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 დეკემბრისთვის
- დენი რამდენიმე დღეში გაძვირდება, წყალი - 1 წლის შემდეგ, გაზის ტარიფი თითქმის უცვლელი დარჩება
