November 23, 2024

ხვალიდან ქუთაისში მხოლოდ ავტობუსები იმოძრავებს

18 მარტიდან ქუთაისში მხოლოდ ავტობუსები იმოძრავებს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება 18 მარტიდან აიკრძალოს სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა. საქალაქო ტრანსპორტი ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერაა. ამიტომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული და სამარშრუტო ტაქსები ხვალიდან აიკრძალება. ქუთაისში იმოძრავებს მხოლოდ ავტობუსები და მათი მარშრუტები შეიცვლება ახალი სატრანსპორტო სქემის მიხედვით.


„ახალი რეალობის შესაბამისად, გვიწევს მთელი რიგი ღონისძიებების გატარება. ცვლილებები შეეხო საქალაქო ტრანსპორტით მომსახურებასაც. ხვალიდან შეწყდება მიკროავტობუსების მოძრაობა და მხოლოდ ავტობუსები მოემსახურება მოქალაქეებს. ქალაქში არ გვექნება ისეთი მიმართულება და უბანი, სადაც ავტობუსი არ იმოძრავებს“- აცხადებს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია.

 

ახალი სვლაგეზების მიხედვით, განსაზღვრულია ავტობუსების რაოდენობა და მათი მოძრაობის ინტერვალები. ტრანსპორტის მოძრაობის ახალ სვლაგეზებს აქვე გთავაზობთ. გუმათის ადმინისტრაციულ ერთეულში და ახალგაზრდობის გამზირზე კი იმოძრავებს სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსები.

 

საქალაქო ტრანსპორტის სვლა/გეზები


N 1 წრიული მარცხენა

1. რუსთაველის მოედანი – რუსთაველის გამზირი – ზ.გამსახურდიას ქუჩა – ი.ჭავჭავაძის- გამზირი – ასათიანის ქუჩა – დავით აღმაშენებლის გამზირი – წერეთლის ქუჩა – მანდარიას- ქუჩა – თამარ მეფის ქუჩა – დავით აღმაშენებლის მოედანი – ფალიაშვილის ქუჩა – რუსთაველის მოედანი;

 

2. იმოძრავებს 10 ერთეული მაქსიმუმ 5 წუთიანი შუალედით

N 1 წრიული მარჯვენა

1. რუსთაველის ხიდი – რუსთაველის გამზირი – წერეთლის ქუჩა – დავით აღმაშენებლის გამზირი – ასათიანის ქუჩა – ი.ჭავჭავაძის გამზირი – ზ.გამსახურდიას ქუჩა – რუსთაველის გამზირი გრიშაშვილის ქუჩა – რუსთაველის გამზირი – რუსთაველის ხიდი
2. იმოძრავებს 8 ერთეული მაქსიმუმ 5 წუთიანი ინტერვალით

N 4
1. ავტოქარხნის II შესასვლელი – ავტომშენებლის ქუჩა – ირ.აბაშიძის გამზირი – რუსთაველის გამზირი – გრიშაშვილის ქუჩა – რუსთაველის გამზირი – გ.ტაბიძის ქუჩა – რუსთაველის მოედანი – რუსთაველის გამზირი – ირ.აბაშიძის გამზირი – ავტომშენებლის ქუჩა –
ავტოქარხნის II შესასვლელი
2. იმოძრავებს 8 ერთეული 10 წუთიანი ინტერვალი

N5
1. ავტოქარხნის II შესასვლელი – ავტომშენებლის ქუჩა – ირ.აბაშიძის გამზირი – რუსთაველის გამზირი – გრიშაშვილის ქუჩა – რუსთაველის გამზირი – გ.ტაბიძის ქუჩა – რუსთაველის მოედანი – რუსთაველის გამზირი – ირ.აბაშიძის გამზირი – ავტომშენებლის ქუჩა –
ავტოქარხნის II შესასვლელი
2. იმოძრავებს 3 ერთეული

N10
1. სულხან–საბას ქუჩა – გუგუნავას ქუჩა – მოსწავლე–ახალგაზრდობის პარკი – ი.ჭავჭავაძის
გამზირი – ზ.გამსახურდიას ქუჩა –აღმაშენებლის გამზირი – გ.ტაბიძის ქუჩა – რუსთაველის მოედანი – დუმბაძის ქუჩა – აღმაშენებლის გამზირი –ზ.გამსახურდიას ქუჩა- ი.ჭავჭავაძის გამზირი – მოსწავლე–ახალგაზრდობის პარკი –გუგუნავას ქუჩა – სულხან–საბას გამზირი
2. იმოძრავებს 3 ერთეული 20 წუთიანი ინტერვალით

N19
1. ნიკეას ქუჩა – ასათიანის ქუჩა – გ.ტაბიძის ქუჩა – რუსთაველის გამზირი – დავით აღმაშენებლის მოედანი – თბილისის ქუჩა – 26 მაისის ქუჩა – საფიჩხიის მოედანი – მ.კოსტავას ქუჩა – ფალიაშვილის ქუჩა – რუსთაველის გამზირი – გრიშაშვილის ქუჩა – დუმბაძის ქუჩა – დავით აღმაშენებლის გამზირი – ასათიანის ქუჩა – ნიკეას ქუჩა
2. იმოძრავებს 8 ერთეული 10 წუთში

N20
1. თაბუკაშვილის ქუჩა – ი.ჭავჭავაძის გამზირი – ზ.გამსახურდიას ქუჩა – რუსთაველის გამზირი – გრიშაშვილის ქუჩა – რუსთაველის გამზირი – გ.ტაბიძის ქუჩა – რუსთაველის მოედანი – რუსთაველის გამზირი – ზ.გამსახურდიას ქუჩა – ი.ჭავჭავაძის გამზირი –
თაბუკაშვილის ქუჩა
2. იმოძრავებს 5 ერთეული 12 წუთიანი ინტერვალით

N22
1. ბავშვთა საავადმყოფო – ჯავახიშვილის ქუჩა – რუსთაველის გამზირი – წერეთლის ქუჩა – მანდარიას ქუჩა – თამარ მეფის ქუჩა – დავით აღმაშენებლის მოედანი – ფალიაშვილის ქუჩა- რუსთაველის გამზირი – ჯავახიშვილის ქუჩა – ბავშვთა საავადმყოფო.
2. იმოძრავებს 6 ერთეული 10 წუთიანი ინტერვალით

N25
1. ავტოქარხნის II შესასვლელი – ავტომშენებლის ქუჩა – ირ.აბაშიძის გამზირი – 9 აპრილის ქუჩა – ი.ჭავჭავაძის გამზირი – ახალგაზრდობის გამზირი – ი.ჭავჭავაძის გამზირი – 9 აპრილის ქუჩა – ირ.აბაშიძის გამზირი – ავტომშენებლის ქუჩა – ავტოქარხნის II
შესასვლელი

2. იმოძრავებს 8 ერთეული 12 წუთიანი ინტერვალით

 

N31
1. ნიკეას ქუჩის II შესახვევი – ნიკეას ქუჩა – ი.ჭავჭავაძის გამზირი – ზ.გამსახურდიას ქუჩა – რუსთაველის გამზირი – ჯავახიშვილის ქუჩა – ბავშვთა საავადმყოფო – ჯავახიშვილის ქუჩა – რუსთაველის გამზირი – ზ.გამსახურდიას ქუჩა – ი.ჭავჭავაძის გამზირი – ნიკეას ქუჩა –
ნიკეას ქუჩის II შესახვევი.
2. იმოძრავებს 5 ერთეული 12 წუთიანი ინტერვალით

გუმათი

1. ვარლამიშვილის მოედანი – ჯაჭვის ხიდი – დავით და კონსტანტინეს ქუჩა – ლესელიძის ქუჩა – გუმათჰესის დასახლება – ლესელიძის ქუჩა – დავით და კონსტანტინეს ქუჩა – ჯაჭვის ხიდი – ვარლამიშვილის მოედანი
2. იმოძრავებს 1 ერთეული 35 წუთიანი ინტერვალით

 

ქალაქის ცენტრი -ახალგაზრდობის გამზირი

1. რუსთაველის მოედანი- წერეთლის ქუჩა- მანდარიას ქუჩა - სოლომონ პირველის ქუჩა– ვ.კუპრაძის ქუჩა – ვ.ბაგრატიონის ქუჩა –გრ.აბაშიძის ქუჩა – ლეონიძის ქუჩა – ახალგაზრდობის გამზირის I შესახვევი - ახალგაზრდობის გამზირი-რიონჰესის დასახლება-ახალგაზრდობის გამზირი-ლეონიძის ქუჩა - –გრ.აბაშიძის ქუჩა-ვ.ბაგრატიონის ქუჩა-ვ.კუპრაძის ქუჩა-სოლომონ პირველის ქუჩა–თამარმეფის ქუჩა - აღმაშენებლის მოედანი- ფალიაშვილის ქუჩა- რუსთაველის მოედანი
3. იმოძრავებს 3 ერთეული 30 წუთიანი ინტერვალით

წაკითხვა 712 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 17 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.