"მინდა ვუთხრა ჩვენს ბენეფიციარებს, რომ ისინი ამ რთულ პერიოდში ჩვენი ყურადღების გარეშე არ დარჩებიან“ - ნინო თვალთვაძე
ქუთაისის მერიაში, მუშაობის საგანგებო რეჟიმის მიუხედავად, გრძელდება სხვადასხვა სოციალური პროგრამები.
დღეს გაიმართა გადაუდებელი რეაგირების პროგრამის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის დისტანციური შეხვედრა, ქუთაისის მერის მოადგილის ნინო თვალთვაძის ხელმძღვანელობით.
„ჩვენი სამუშაო ჯგუფი დღეს პირველად შევიკრიბეთ ონლაინ რეჟიმში და ვისაუბრეთ იმ ცვლილებებზე, რაც გადაუდებელი რეაგირების პროგრამაში უნდა შევიტანოთ, იქედან გამომდინარე, რომ პანდემიასთან ბრძოლის და საგანგებო მდგომარეობის პირობებში გვიწევს მუშაობა. გარკვეული ცვლილებები შევიტანეთ ოჯახების შეფასების კრიტერიუმებშიც. მინდა ვუთხრა ჩვენს ბენეფიციარებს, რომ ისინი ამ რთულ პერიოდში ჩვენი ყურადღების გარეშე არ დარჩებიან“- განაცხადა ნინო თვალთვაძემ გადაუდებელი რეაგირების პროგრამის ფარგლებში , პარტნიორი ორგანიზაციების „SOS ბავშვთა სოფლის“ და „ვორლდ ვიჟენის" მონაწილეობით, ამჯერად 9 ოჯახს დაეხმარებიან, ეს იქნება საკვებით , მედიკამენტებით თუ რეფერალური მომსახურებით დახმარება.
სიახლეები
- კაცმა სანადირო თოფიდან გასროლით ქალი მოკლა
- 2-წლიანი დაკავება და მუდმივი აკრძალვა – ევროკავშირმა მიგრანტების დეპორტაციის ახალი წესები დაამტკიცა
- გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, დემეტრე ჩიქოვანს 9,9 წლით, ანი ნასყიდაშვილს კი 5,3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- რუსთავში, მდინარე მტკვარში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს
- რა ცვლილებებია ქუთაისსა და ფოთში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე
