"წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტი იქნება საქართველოს აღმშენებლობის სიმბოლო სწორედ ამ პოსტსკრიზისულ პერიოდში" - ზვიად შალამბერიძე
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ვითარების მიუხედავად, წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში გარკვეული ტიპის სამუშაოები ხორციელდება.
ამის შესახებ ზვიად შალამბერიძემ ტელეკომპანია "იმედის" გადაცემაში "ბიზნესი იმედზე" განაცხადა.
"წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტი იქნება საქართველოს აღმშენებლობის სიმბოლო სწორედ ამ პოსტსკრიზისულ პერიოდში და აუცილებლად მინდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად მოვიხსენიო იმიტომ, რომ ეს არის ის ორი პროექტი იმერეთისთვის, რომელიც საუკუნის პროექტებია, ვინაიდან ამაზეა დამოკიდებული არა მარტო წყალტუბოს, ქუთაისის და იმერეთის, არამედ მთლიანად საქართველოს ეკონომიკური წინსვლა. წყალტუბო რეაბილიტაციის შემდეგ იქნება ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კურორტი არა მარტო ევროპაში, არამედ მსოფლიოში იმიტომ, რომ ჩვენ ამის რესურსი ნამდვილად გვაქვს, წყალტუბოს აქვს ამისი რესურსი, რომ გახდეს ისეთივე, როგორიცაა ბადენ-ბადენი, კარლოვი-ვარი და ასე შემდეგ. ჩვენ არ შევჩერებულვართ და გარკვეული ტიპის სამუშაოებს ვახორციელებთ, ვაგეგმარებთ როგორი უნდა იყოს წყალტუბო მას შემდეგ რაც დაიწყება სამუშაოები და დასრულდება რეაბილიტაცია და წყალტუბო აუცილებლად იქნება გამორჩეული კურორტი", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
მისივე თქმით, ქუთაისიდან საირმის გავლით აბასთუმნისკენ გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სიახლეები
- ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს
- სურსათის ეროვნული სააგენტო თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ამას არავითარი ანდერძი არ სჭირდება, მეუფე შიო, პატრიარქობის ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატია"- მეუფე ვახტანგი
- ,,დროა, ირანმა შეთანხმება დადოს, ვიდრე ძალიან გვიან არ იქნება"- დონალდ ტრამპი
- ,,დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები"- ირაკლი კირცხალია
