"ჯერჯერობით ნამდვილად არ არის ის სიტუაცია წყალტუბოში, რომ ზომების გამკაცრებაზე ვიფიქროთ" - ზვიად შალამბერიძე
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, წყალტუბოში ზომების გამკაცრებაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია.
"წყალტუბოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ერთით გაიზარდა. სტანდარტის შესაბამისად, ვიკვლევთ ამ ქალბატონის კონტაქტებს, ვისი ყოფნაც საჭიროა თვითიზოლაციაშია, თუ საჭირო იქნება ვინმეს კარანტინში ან ცხელების ცენტრში გადაყვანა, მოგვიანებით გაცნობებთ. ჯერჯერობით ნამდვილად არ არის ის სიტუაცია წყალტუბოში, რომ ზომების გამკაცრებაზე ვიფიქროთ. ყველა ადამიანი, ვინც იყო ამ ქალბატონთან კონტაქტში, არის პოტენციურად რისკის ქვეშ, ასეთი ადამიანი სამწუხაროდ, ბევრია და მათზე მეთვალყურეობა გრძელდება", - განუცხადა ზვიად შალამბერიძემ ჟუნალისტებს.
წყალტუბოს სათნოების სახლში ერთ-ერთ ბენეფიციარს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირების ახალი შემთხვევის შემდეგ 180 ბენეფიციარის გამოკვლევა იწყება. მათი უმეტესობა ხანდაზმულია.
სიახლეები
- ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს
- სურსათის ეროვნული სააგენტო თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ამას არავითარი ანდერძი არ სჭირდება, მეუფე შიო, პატრიარქობის ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატია"- მეუფე ვახტანგი
- ,,დროა, ირანმა შეთანხმება დადოს, ვიდრე ძალიან გვიან არ იქნება"- დონალდ ტრამპი
- ,,დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები"- ირაკლი კირცხალია
