ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ავარიას ახალგაზრდა ექიმი ემსხვერპლა
მამაკაცი, რომლის სიცოცხლეც ქუთაისი-ზესტაფონის დამაკავშირებელ მაგისტრალზე გუშინ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა, ახალგაზრდა ექიმი გუბაზ კორძაიაა.
ექიმი, მსუბუქი ავტომობილით გადაადგილდებოდა, რომელიც მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან ხევში გადავარდა.
32 წლის გუბაზ კორძაია, ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგად მუშაობდა. მას ფეხმძიმე მეუღლე და 2 შვილი დარჩა.
არსებული ინფორმაციით, გუბაზ კორძაია გუშინ, ქუთაისში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ თბილისში ბრუნდებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც მსხვერპლი გამოიწვია.
სიახლეები
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა
- თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
- უკრაინა ევროკავშირისგან მიიღებს მოგებას გაყინული რუსული აქტივებიდან - 1,4 მილიარდ ევროს
- ,,საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით, ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები"- კახა კალაძე
- 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება
