უბედური შემთხვევა რუსთავში - 19 წლის ბიჭი სატვირთოდან გადმოვარდა
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში უბედური შემთხვევა მოხდა.
19 წლის ბიჭი სატვირთო ავტომობილიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც ადგილობრივებმა განაცხადეს, უბედური შემთხვევა 30 ივნისს მოხდა.
,,ჯარიდან ახალი ჩამოსული იყო, დაამთავრა სამხედრო სამსახური და ეს უბედურება დატრიალდა. თივის მოსატანად იყო წასული. დატვირთულ მანქანაზე იჯდა და კაკლის ხეს წამოედო. გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა", - აცხადებენ სოფელში.
როგორც შსს-ში განაცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო. რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
სიახლეები
- კაცმა სანადირო თოფიდან გასროლით ქალი მოკლა
- 2-წლიანი დაკავება და მუდმივი აკრძალვა – ევროკავშირმა მიგრანტების დეპორტაციის ახალი წესები დაამტკიცა
- გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, დემეტრე ჩიქოვანს 9,9 წლით, ანი ნასყიდაშვილს კი 5,3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- რუსთავში, მდინარე მტკვარში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს
- რა ცვლილებებია ქუთაისსა და ფოთში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე
